ანატოლი კარპოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ანატოლი კარპოვი''' (დ. [[23 მაისი]] [[1951]], [[ზლატოუსტი]]) — რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი (1975-1985), საერთაშორისო დიდოსტატი (1970), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1974). მსოფლიო სამგზის ჩემპიონი ჭადრაკში მამაკაცთა შორის (1975, 1978, 1981), [[FIDE]]-ს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1993, 1996, 1998), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1985 და 1989), საჭადრაკო ოლიმპიადის ექვსგზის გამარჯვებული სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1972, 1974, 1980, 1982, 1986, 1988), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976, 1983, 1988), რსფსრ ჩემპიონი (1970). საჭადრაკო ოსკარის ცხრაგზის მფლობელი (1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1979, 1980, 1981, 1984). ზლატოუსტისა (1979) და ტულის (1998) საპატიო მოქალაქე.
 
1975 წლის 3 აპრილს ფიდემ მატჩის გაუმართავად მიანიჭა ტიტული, ვინაიდან [[ბობი ფიშერი|ბობი ფიშერმა]] მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ტიტული შეინარჩუნა ვიქტორ კორჩნოისთან მატჩებში: 1978 (16,5:15,5) და 1981 წლებში (11:7). 1985 წელს დამარცხდა [[გარი კასპაროვი|გარი კასპაროვთან]] (11:13), ვისთანაც შემდგომ სამი მატჩ-რევანში წააგო: 1986 (11,5:12,5), 1987 (12:12) და 1990 წლებში (11,5:12,5).
 
1993 წელს, კასპაროვსა და ფიდეს შორის კონფლიქტის წყალობით, კარპოვმა “ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონობა” მოიპოვა (დაამარცხა ჰოლანდიელი იან ტიმანი). ეს ტიტული შეინარჩუნა 1996 წელს გატა კამსკისთან (აშშ) და 1998 წელს კი ვიშვანათან ანანდთან (ინდოეთი) მატჩებში. 1999 წელს ფიდესთან უთანხმოება მოუვიდა და ჩემპიონობაზე უარი თქვა. სულ მოგებული აქვს 100 ტურნირზე მეტი (3163 პარტიიდან 1118 მოიგო, 287 კი წააგო).