ინდი-როკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ინდი როკი არის ალტერნატიული როკის ჟანრი, რომელიც აღმოცენდა...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ინდი როკი''' არის ალტერნატიული როკის ჟანრი, რომელიც აღმოცენდა დიდ ბრიტანეთში 80-იან წლებში. ინდი როკი იყო ძალიან მრავალფეროვანი თავისი სუბჟანრებით, როგორებიცაა ინდი პოპი, ჯენგლ პოპი და ლოუ-ფაი. თავდაპირველად ტერმინს იყენებდნენ ხმისჩამწერი სტუდიების დასახასიათებლად, შემდგომ ტერმინი ასოცირებული იქნა იმ მუსიკასთან რომელსაც ისინი წარმოებდნენ და იქნა ურთიერთშენაცვლებით გამოყენებული ალტერნატიულ როკთან. როდესაც გრანჯისა და პანკ როკის ბენდები ა.შ.შ-დან და ბრიტპოპის ბენდები დიდი ბრიტანეთიდან შეიჭრნენ ძირითად ნაკადში, ტერმინი იქნა გამოყენებული საიდენტიფიკაციოდ იმ აქტებისა რომლებიც ატარებდნენ ანდერგრაუნდულ პერსპექტივებს. 2000-იან წლებში ინდი როკის მრავალმა აქტმა ისარგებლა წარმატებით, შეცვლილი მუსიკალური ინდუსტრიისა და ინტერნეტ მოხმარების გაზრდის სამადლობელოდ.
 
80-იან წლებში ტერმინი ‘ინდით’ ახასიათებდნენ პოსტ-პანკურ სტუდიებს. 80-იან წლებში ინდი როკ სტუდიების სახარბიელო რაოდენოდა გაიხსნა. 90-იანი წლების დასაწყისში გრანჯი შეიჭრა ძირითად ნაკადში ანუ მეინსტრიმში, ამით ტერმინმა ‘ალტერნატიული“ დაკარგა თავისი საწყისი კულტურული მნიშვნელობა. ტერმინი ‘ინდი როკი’ ასოცირებული იქნა იმ ბენდებთან, რომლებიც კვლავ ემხრობოდნენ საკუთარ დამოუკიდებელ სტატუსს. 90-იანი წლების ბოლოსკენ ინდი როკმა განავითარა სუბჟანრების მაღალი რაოდენობა. ეს ჟანრებია ინდი პოპი, ლოუ-ფაი, ნოიზ პოპი, ემო, სედკორი, პოსტ-როკი, სპეის როკი. 2000-იანი წლების შეცვლილმა მუსიკალურმა ტექნოლოგიან ინდი როკ ბენდების ახალი ტალღა წარმოშვა, რომლებმაც პოვეს წარმატება მეინსტრიმში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდი-როკი“-დან