ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
პირველ სპექტაკლად წარმოადგინეს [[ნატალია საცი]]ს „ფრიც ბაუერი“ ([[თბილისის ოპერის თეატრი|ოპერისა და ბალეტის თეატრში]] [[1928]] წლის 11 ნოემბერს). სპექტაკლი დადგა თეატრის დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა [[ალექსანდრე თაყაიშვილი|ა. თაყაიშვილმა]], რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თეატრის უმნიშვნელოვანესი მიღწევები. მას მოჰყვა [[სერგეი ზაიაიცკი]]ს „რობინ ჰუდი“, ვ. კურდიუმოვის „კაცი შავი სათვალეებით“, ნ. ოგნევის „ჰაიავატა“, მ. კლარპიცკაიას „დამსმენი“ და სხვა. თეატრის პირველი მსახიობები იყვნენ: [[თამარ თვალიაშვილი]], გ. კუპრაშვილი, მ. ერგნელი, მ. ქორელი, [[ბორის გამრეკელი]], [[ბაბო გამრეკელი]], [[გიორგი დარისპანაშვილი]], [[ალექსანდრე გომელაური]], ვ. კობელი და სხვა.
 
XX საუკუნის 30-იანი წლების თეატრის ცხოვრებას სათავეში ედგნენ ა. თაყაიშვილი და [[ბორის გამრეკელი|ბ. გამრეკელი]]. მათ ეკუთვნოდათ თითქმის ყველა დადგმა: [[შალვა დადიანი]]ს ,,ბოთე და კუსპარა,” კ. ბუაჩიძის და ს. მთვარაძის ,,აურიე რგოლი,” დანიელ ჭონქაძის ,,სურამის ციხე,” ო. თუმანიანის ,,გიქორი,” [[მიხეილ ჯავახიშვილი]]ს ,,არსენა მარაბდელი,” [[გიორგი ნახუცრიშვილი]]სა და ბ. გამრეკელის ,,ნაცარქექია,” [[გიორგი ნახუცრიშვილი]]ს ,,პატარა მეომრები,” აკაკი წერეთლის ,,პატარა კახი,” [[ნიკო ლომოური]]ს ,,ქაჯანა” და სხვა. 40-იან წლებში დაიდგა [[უილამ შექსპირი]]ს ,,რომეო და ჯულიეტა” და ,,ჭირვეულის მორჯულება,” ა. ოსტროვსკის ,,შემოსავლიანი ადგილი,” [[ფრიდრიჰ შილერი]]ს ,,ვილჰელმ ტელი.”
 
50-იან წლებში წარმოდგენებს დგამდნენ გამოცდილი და ახალგაზრდა რეჟისორები: ა. ჩხარტიშვილი, გ. ჟურული, ს. ჭელიძე, ლ. იოსელიანი, კ. სურმავა, ო. ალექსიშვილი, ა. ქუთათელაძე და სხვები. ამ პერიოდში დადგმულ სპექტაკლებში – ვ. დარასელის ,,კიკვიძე,” ვ. როზოვის ,,მისი მეგობრები,” ი. ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობი,” ფ. შილერის ,,პრინცესა ტურანდოტი” (კარლო გოცის მიხედვით), ა.ა ფინოგენოვის ,,მაშენკა,” გიორგი ნახუცრიშვილის ,,კომბლე” გამოჩნდა ახალი აქტიორული სახეები.