საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი''' წარმოადგენს [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|საქართველოს ეროვნული მუზეუმის]] შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ მუზეუმს, რომელიც დაარსდა [[2006]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]], [[თბილისი|თბილისში]]. მუზეუმი დაფუძნდა საქართველოს პრეზიდენტის [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილის]] და პარლამენტის წევრის [[ნიკოლოზ რურუა|ნიკა რურუას]] ინიციატივით. მუზეუმში დაცულია [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|დამოუკიდებელი საქართველოს]] [[ბოლშევიზმი|ბოლშევიკური]] [[რუსეთი|რუსეთის]] მიერ ოკუპაცია-ანექსიისა ([[1921]] წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ([[1921]]-[[1990]]) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა. ამასთან, მნიშვნელოვანია 1920-იან-1940-იანი წლების "წითელი ტერორის" დროს დახვრეტილ და გადასახლებულ მამულიშვილთა სიები, ქართული ეკლესიის და სასულიერო მოღვაწეთა სასტიკი დევნის შესახებ დოკუმენტური მასალა და ა.შ. აღსანიშნავია იმ ვაგონებიდან ერთ-ერთი, რომლებშიც [[1924]] წელს შორაპანში დახვრიტეს აღნიშნული წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების მონაწილენი. მუზეუმის დარბაზში წარმოდგენილია, აგრეთვე, ინსტალაციები და ციხის 6 კარი.
 
ამჟამად ექსპოზიციაშიექსპოზიცია წარმოდგენილიამოიცავს 3000-ზე მეტიმეტ ექსპონატიექსპონატს. ექსპოზიცია აღჭურვილია 8 მონიტორით, რომლებიც პერიოდების მიხედვით გადმოსცემს ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ კადრებს. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სხვა დიდძალი მასალა, რომლის საფუძველზეც იქმნება მუზეუმის საარქივო ფონდი. მუზეუმში წარმოდგენილი საარქივო და ფოტო მასალა მოპოვებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამსახურის ყოფ. "უშიშროების კომიტეტის" (სუკ-ის) საარქივო ფონდიდან, ყოფ. "პარტარქივიდან", საქართველოს ეროვნული არქივის ახალი და უახლესი ისტორიისა და საისტორიო სახელმწიფო არქივებიდან, კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების სახელმწიფო არქივიდან, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო ფონდიდან, ეროვნული არქივის სხვა ფონდებიდან და არაერთი კერძო არქივიდან. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან და ამ მოძრაობის მოღვაწეებთან დაკავშირებული დოკუმენტების, ფოტოებისა და მემორიალური ნივთების მოძიება პერმანენტულ ხასიათს ატარებს.
 
ცალკე აღნიშვნის ღირსია მუზეუმში შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცალკეულ მნიშვნელოვან მოვლენებს და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს. მუზეუმის ეგიდით დაგეგმილია თემატური კრებულების გამოცემა. [[2007]] წელს მუზეუმმა ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა [[აშშ|აშშ-ის]] კონგრესის მიერ [[1954]] წელს მომზადებული სპეციალური ანგარიში "კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია".
 
ამჟამად მუზეუმი დროებით განთავსებულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შენობაში. იგი ახლო მომავალში ბინას დაიდებს ცალკე შენობაში.