საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:OccupMusTbilisi.jpg|thumb|საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი]]
 
'''საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი''' წარმოადგენს [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|საქართველოს ეროვნული მუზეუმის]] შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ მუზეუმს, რომელიც დაარსდა [[2006]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]], [[თბილისი|თბილისში]]. მუზეუმი დაფუძნდა საქართველოს პრეზიდენტის [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილის]] და პარლამენტის წევრის [[ნიკოლოზ რურუა|ნიკა რურუას]] ინიციატივით. მუზეუმში დაცულია [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|დამოუკიდებელი საქართველოს]] [[ბოლშევიზმი|ბოლშევიკური]] [[რუსეთი|რუსეთის]] მიერ ოკუპაცია-ანექსიისა ([[1921]] წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ([[1921]]-[[1990]]) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა. ამასთან, მნიშვნელოვანია 1920-იან-1940-იანი წლების "წითელი ტერორის" დროს დახვრეტილ და გადასახლებულ მამულიშვილთა სიები, ქართული ეკლესიის და სასულიერო მოღვაწეთა სასტიკი დევნის ამსახველიშესახებ დოკუმენტური მასალა და ა.შ. აღსანიშნავია იმ ვაგონებიდან ერთ-ერთი, რომლებშიც [[1924]] წელს შორაპანში დახვრიტეს აღნიშნული წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების მონაწილენი, ინსტალაციები და ციხის 6 კარი.
 
ამჟამად ექსპოზიციაში წარმოდგენილია 3000-ზე მეტი ექსპონატი. ექსპოზიცია აღჭურვილია 8 მონიტორით, რომლებიც პერიოდების მიხედვით გადმოსცემს ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ კადრებს. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სხვა დიდძალი მასალა, რომლის საფუძველზეც იქმნება მუზეუმის საარქივო ფონდი. მუზეუმში წარმოდგენილი საარქივო და ფოტო მასალა მოპოვებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამსახურის ყოფ. "უშიშროების კომიტეტის" (სუკ-ის) საარქივო ფონდიდან, ყოფ. "პარტარქივიდან", საქართველოს ეროვნული არქივის ახალი და უახლესი ისტორიისა და საისტორიო სახელმწიფო არქივებიდან, კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების სახელმწიფო არქივიდან, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო ფონდიდან, ეროვნული არქივის სხვა ფონდებიდან და არაერთი კერძო არქივიდან. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან და ამ მოძრაობის მოღვაწეებთან დაკავშირებული დოკუმენტების, ფოტოებისა და მემორიალური ნივთების მოძიება პერმანენტულ ხასიათს ატარებს.