მონღოლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 188.121.197.218 ცვლილებების გაუქმება (№2867105)
No edit summary
ხაზი 30:
მონღოლები ისტორიაში ცნობილი არიან ასევე [[თათრები]]ს სახელით. ეს სახელი შენარჩუნდა მონღოლეთის იმპერიის დასავლეთ ნაწილებში, მაგალითად დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე XVIII-XV საუკუნეებში არსებულ მონღოლურ სახელმწიფო ოქროს ურდოში. შემდგომში ევროპელები თათრებს უძახოდნენ ყველა თურქული წარმომავლობის ხალხებს [[ოსმალები]]ს გამოკლებით (აღსანიშნავია, რომ მონღოლები და თურქები მონათესავე ხალხები არიან). დღეს თათრებად მოიხსენიებენ [[ვოლგისპირეთი]]ს თურქები.
 
მონღოლმა ბელადმა [[თემუჩინი|თემუჩინმა]] ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ერთმანეთთან მოქიშპე მომთაბარე მონღოლური ტომების გაერთიანება და სათავეში ჩაუდგა მათ [[ჩინგიზ ყაენი]]ს სახელით. [[1206]] წელს, მდინარე [[ონონი|ონონის]] სათავესთან გამართულ თავყრილობაზე მონღოლურმა ტომებმა მას ერთგულების ფიცი დაუდეს. დაიწყო [[მონღოლების დაპყრობების ეპოქა]].
 
შემდეგ წლებში ჩინგიზ ყაენმა დაიმორჩილა დარჩენილი მონღოლური ტომები, წარმართი თურქების ტომები და [[სამხრეთ ციმბირი]]ს ტყეებში მცხოვრები ხალხებიც. [[1218]] წლისათვის ჩრდილო–აღმოსავლეთი აზიის უმეტესი ნაწილი მის გამგებლობაში იყო და ის დასავლეთისაკენ შემოტრიალდა. ჩინგიზ ყაენის მხედართმთავრის [[ჯებე ნოინი]]ს მეთაურობით მონღოლებმა დაიმორჩილეს [[ყარა–კიტა]]ის სამეფო და მალე მათ გამგებლობაში აღმოჩნდა [[სირფარი]]ის აღმოსავლეთით არსებული მიწები. ამდენად, ისინი უშუალოდ გაუმეზობლდნენ ხორეზმის თურქული წარმომავლობის მუსლიმ [[შაჰი|შაჰს]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონღოლები“-დან