სოია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
| commons =
}}
'''სოია''' (Glycine) — ბალახოვან მცენარეთა [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[პარკოსნები|პარკოსანთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. მოიცავს რამდენიმე ათეულ სახეობას. ფართოდაა გავრცელებული [[კულტურული სოია]] (Glycine hispida ანუ Glycine max), რომლის სამშობლოც [[ჩინეთი]]ა. იყოფა ოთხ ქვესახეობად: კორეული, მანჯურიული, ჩინური და ინდური. [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] სოიას სიმაღლე 0,2-2 [[მეტრი|მეტრამდე]] აღწევს. პარკი ღია ან მუქი შავია, შიგ არის 2-3 (ან 1-4) ღია ფერის მარცვალი. სინათლისა და [[ტენი]]ს მოყვარულია. კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე (გარდა მჟავე, დაჭაობებული და ბიცობი ნიადაგებისა). სოია ტექნიკური, საკვები და სიდერალური კულტურაა. მარცვალში 24-45% [[ცილა]]ა, 20-32% - [[ნახშირწყლები]], 13-37% [[ცხიმი]], 381 კკალორია. შეიცავს D, B, E და სხვა ვიტამინებს. [[საქართველო]]ში გავრცელებული ჯიშებიდან მნიშვნელოვანია იმერული, გურული, ჭიათურის, მოწინავე—7, კოლხიდა—4, ადრეულა—6, სენაკის და სხვა.
 
საშუალოდ შეიცავს 381 კ/კალორიას. სოიოს კატლეტი საშუალოდ შეიცავს – 160 კ/კალორიას. სოიოს სოუსი საშუალოდ შეიცავს – 60 კ/კალორიას. სოიოს ფარში საშუალოდ შეიცავს 296 კ/კალორიას.
 
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია სახელწოდებით – სოიო, ასევე სხვა სახელებით სხვადასხვა კილოკავებზე: [[იმერული კილო|იმერული]] – ძაძა, უხარჩავა (უხარშავა), ქვალობიო, ცერცვალა; [[იმერული კილო|ქვემო იმერული]] – მუხუდო; [[რაჭული კილო|რაჭული]] – ძაძა-ლობიო; [[გურული კილო|გურული]] – იაპონია, იაპონიის ლობიო, მუხუდო; [[აჭარული კილო|აჭარული]] – სოიო; [[ლაზური ენა|ჭანური]] – სოია-ლობია; [[მეგრული ენა|მეგრული]] – მუხუდა, მუხუდო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოია“-დან