ბუნებრივი რესურსები: განსხვავება გადახედვებს შორის

176.74.124.50-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(176.74.124.50-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
[[XIX საუკუნე]]ში ძრავების გავრცელებამ, რომლებიც სითბურ ენერგიას მექანიკურ და ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის, გამოიწვია წიაღისეული რესურსების მოხმარების არნახული ზრდა. ჩვენს ეპოქაში ბირთვული ენერგეტიკული, რაკეტული ტექნოლოგიური, რადიოელექტრონიკის სწრაფმა განვითარებამ ბუნებრივი რესურსების უმნიშვნელოვანეს სახეობად აქცია რადიოაქტიური, ლითონური და არალითონური ელემენტები ([[ურანი]], [[გერმანიუმი]], [[სილიციუმი]] და სხვა). ტექნიკური პროგრესი ზოგჯერ თიშავს კიდეც ამა თუ იმ ბუნების ელემენტს ბუნებრივი რესურსების შემადგენლობიდან, მაგალითად, მცირე საბადოებმა, წყლის ნაკადებმა, მიწის პატარა სავარგულებმა და ა.შ. თანამედროვე ტექნიკურ პირობებში დაკარგეს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა.
 
მატერიალური დოვლათის წარმოების პროცესში [[ადამიანი]] აქტიურად ზემოქმედებს [[ბუნება|ბუნების]] ცალკეულ ელემენტზეeელემენტზე და ცვლის ბუნებრივი რესურსების მთელ კომპლექსს. ბუნებრივი რესურსების ერთი ნაწილი გამოულეველია, რადგან მათ სწორი ექსპლუატაციის კვალდაკვალ თვითგანახლებაც ხდება. არის ისეთი ბუნებრივი რესურსებიც, რომელთა მარაგი თანდათან კლებულობს და საბოლოოდ ამოიწურება. ამიტომ ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება კაცობრიობის უპირველესი საზრუნავია. თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუცია კიდევ უფრო აფართოებს ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროს და საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ბუნებრივი რესურსების ახალ-ახალი სახეობები. . .
 
== რესურსები ინტერნეტში ==