დადაიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|el}}, {{Link FA|he}} using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Duchamp Fountaine.jpg|მინი|[[მარსელ დიუშანი]], [[ფანტანი (დიუშანი)|ფანტანი]] [[1917]]. ფოტო [[ალფრედ სტიგლიცი]]ს]]
 
დადა ანუ დადაიზმი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის, ევროპული ავან-გარდის სახელოვნებო მოძრაობა. დადაიზმი წარმოიშვა ციურიხში 1916 წელს და სწრაფადვე გავრცელდა ბერლინში, მაგრამ ნიუ-იორკში დადაიზმის მწვერვალად მიჩნეულია 1915 წელი. ტერმინი ანტი-არტი, დადაიზმის წინამორბედი, მარსელ დიუშანის მიერ იქნა გამოგონილი 1913 წელს, როდესაც მან შექმნა თავისი პირველი readymade-ები. დადაიზმს, გარდა იმისა რომ იყო ომის საწინააღმდეგო, ჰქონდა პოლიტიკური ნათესაობა მემარცხენეებთან და ასევე იყო ანტი-ბურჟუაზიული.
'''დადაიზმი''' ([[ფრანგ.]] dadaisme<dada – ჯოხის ცხენი; გადატანითი მნიშვნელობით – ბავშვური ტიტინი) — ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიკური ავანგარდული მიმდინარეობა [[1916]]-[[1922]] წლებში.<ref>de Micheli, Mario(2006). ''Las vanguardias artísticas del siglo XX.'' Alianza Forma. p.135-137</ref> ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.
დადა ფესვებს იდგამს ომამდელ ავან-გარდში. კუბიზმმა და კოლაჟის განვითარებამ, გაერთიანებული ვასილი კანდინსკის თეორიულ მწერლობასა და აბსტრაქციასთან, გამოყო მოძრაობა რეალობისა და ჩვეულების ზემოქმედებისგან. ფრანგი პოეტებისა და გერმანელი ექსპრესიონისტების მწერლობის ზემოქმედებამ გაანთავისუფლა დადაიზმი სიტყვასა და აზრის შორის მყოფი კორელაციისგან. ავან-გარდი ამ დროს წრეს ურტყამდა საფრანგეთის კიდეებს. მათ ნანახი ჰქონდათ კუბიზმის გამოფენები GaleriaDalmau-ში, ბარსელონა (1912), Der Sturm-ში, ბერლინი (1912), Armony show-ზე, ნიუ-იორკი (1913), SVU Manes-ში, პრაღა (1914), რამდენიმე Jack of Diamonds-ის გამოფენებზე მოსკოვში და De ModerneKunstkring-ში, ამსტერდამი (1911-სა 1915 წლებს შორის). ფუტურიზმი, მრავალნაირი ხელოვანების ნამუშევრების საპასუხოდ განვითარდა. დადაიზმმა შემდგომში გააერთიანა ეს მიღწევები.
დადაიზმის აქტივობებში შედიოდა სამოქალაქო შეკრებები, დემონსტრაციები და არტის/ლიტერატურული გაზეთების გამოქვეყნება. ხელოვნების, პოლიტიკის და კულტურის ხელის მოვლება ხშირად იყო მთავარი თემა, რომელსაც განიხილავდა მედია. დადაიზმის მოძრაობის მნიშვნელოვანი პირები იყვნენ: ჰიუგო ბოლი, ემი ჰენინგსი, ჰანს არპი, რაულ ჰაუსმანი, ჰანა ჰიოჰი, იოჰანეს ბედერი, ტრისტან ცარა, ფრანსის პიკაბია, რიჩარდ ჰიულზენბეკი, ჯორჯ გროზი, ჯონ ჰართფილდი, მარსელ დიუშანი, ბეატრის ვუდი, კურტ შვიტერი, ჰანს რიჰტერი და მაქს ერნსტი. მოძრაობამ ზეგავლენა იქონია სხვა მოზრაობებზეც, როგორებიცაა ავან-გარდი და downtown music. მან ასევე ზეგავლენა იქონია სურეალიზმზე, ნუვო რეალიზმზე, პოპ არტზე და ფლუქსუსზე.
 
დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა [[ციურიხი|ციურიხში]], [[1916]] წელს, [[I მსოფლიო ომი|I მსოფლიო ომში]] მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (dada) და დაუმატეს დაბოლოება ism, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.
 
დადაისტებისთვის [[ომი]] არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც [[დასავლეთი|დასავლური]] [[ცივილიზაცია|ცივილიზაციის]] კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ [[ფილოსოფია|ფილოსოფიურ]] და [[ესთეტიკა|ესთეტიკურ]] ამბოხს. [[1918]] წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი [[ხელოვნება]] და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის [[რევოლუცია|რევოლუციურ]] ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ [[თეორია]]ს არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: [[პოლიტიკა|პოლიტიკური]] ანგაჟირების, [[ისტორია|ისტორიული]] მოვლენების. სძულთ არსებული [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიული]] [[საზოგადოება]] და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, [[კულტურა]]ს, განსაკუთრებით კი [[ესთეტიკა|ესთეტიკურ]] ნორმებს.
 
დადაისტური [[დრამატურგია]] აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია [[ბრეტონი, ანდრე|ბრეტონისა]] და [[სუპო, ფილიპ|სუპოს]] [[სკეტჩი|სკეტჩები.]] და ცარას [[კოლაჟი|კოლაჟები]].
 
დადაიზმის ემბლემად იქცა ისეთი „ხელოვნების ნიმუშები“, როგორიცაა მარსელ დიუშანის ''ღამის ქოთანი'' და პიკაბიას ''პაროდიული მექანიზმები''. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარს [[ქვეცნობიერი|ქვეცნობიერს]] და ამით გზას უთმობს [[სიურრეალიზმი|სიურრეალიზმს]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დადაიზმი“-დან