ჰეფესტოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: la:Hephaestus
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Rubens - Vulcano forjando los rayos de Júpiter.jpg|thumb|250px|ჰეფესტოსი [[ზევსი]]სთვის კვერთხს ჭედავს, [[რუბენსი]].]]
'''ჰეფესტოსი''' II '''ჰეფესტო''' ([[ბერძნ.]] Ἥφαιστος, [[ლათ.]] Hephaestus), ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, [[ზევსი|ზევსისა]] და [[ჰერა|ჰერას]] ძე, ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ [[თეტიდა|თეტიდას]] აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია. შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ ადგებოდა, მაგრამ [[დიონისე|დიონისეს]] შეურიგებია დედასთან.
 
მეორე ვერსიით, ოლიმპზე დაბრუნების შემდეგ ჰეფესტოსს განრისხებული ზევსისაგან დაუცავს ჰერა, რის გამოც ზევს ჰეფესტოსი ციდან გადმოუგდია, იგი კ. ლემნოსზე დავარდბილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამ ვულკანურ კუნძულზე ჰეფესტოსმა სამჭედლო გამართა და თავისივე შექმნილი ორი ოქრის მონა ქალის (შეეძლოთ მოძრაობა და ლაპარაკი) დახმარებით ულამაზეს ნივთებს ჭედავდა. ჰომეროსთან მისი სამჭედლო ოლიმპზეა, თავისთვის და ღმერთებისათვის აგებს სპილენძის სასახლეებს. ღმერთებისა და გმირებისათვის ჭედავს იშვიათი სილამაზის და გამძლეობის იარაღს. აქილევსისა და დიომედესათვის აბჯარი გამოუჭედია, ზევსისათვის - კვერთხი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰეფესტოსი“-დან