ერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 23:
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი <ref>[[Earnest Gellner]], Nations and Nationalism, 1983.</ref> ამტკიცებდა, რომ ერები თანამედროვე ფენომენია და [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] შემდგომი ეპოქიდან მომდინარეობს, სხვა მეცნიერები თვლიდნენ, რომ ერების ფენომენი ძველია, ან უძველესიც კი და წარმოადგენს პოლიტიკური ფორმაციის ერთ-ერთ ტიპს. პოლიტოლოგი [[აზარ გატი]] ამტკიცებს, რომ „[[ძველი ეგვიპტე]] იყო [[მსოფლიო]]ს პირველი [[ერ-სახელმწიფო]], რომელიც ჩამოყალიბდა საკმაოდ ადრეულ ეტაპებზე, როგორც უნიფიცირებული სახელმწიფო და რომელიც შეესაბამებოდა საერთო ეთნიკური წარმოშობის გარკვეულ ხალხს“. <ref>Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press. 2013, p. 85</ref>
 
გატი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ეროვნული სახელმწიფოების შემდგომი ჯგუფი მდებარეობდა უძველეს [[ლევანტი|ლევანტში]], რის საბუთადაც მოჰყავს ციტატები [[სტივენ გროსბი]]ს წიგნიდან ''ბიბლიური იდეები და ეროვნება: უძველესი და თანამედროვე'', როგორც ეფექტური მტკიცება ერების ჩამოყალიბებისა [[ისრაელი|ისრაელში]], [[ამონი|ამონში]], [[მოაბი|მოაბსა]] და [[ედომი|ედომში]]. ერების ჩამოყალიბების ეს პროცესი პროვოცირებული იყო [[ასურეთი|ასურეთის იმპერიის]] მხრიდან დაპყრობის შიშით.<ref>Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press. 2013, p. 89</ref> გატს აგრეთვე მოჰყავს ციტატა [[ჰანს კონი]]ს წიგნიდან ''ნაციონალიზმის იდეა: მისი საწყისებისა და წინაპირობების შესწავლა'', 1944, pp.&nbsp;გვერდები 27–30, როგორც ადრეული მეცნიერული დასკვნა იმის თაობაზე, რომ „უძველესი ისრაელი იყო მაგალითი წინარე-თანამედროვე ერისა“.<ref>Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press. 2013, p. 90</ref>
 
ზუსტად იგივე პერიოდში ჩაისახა ქართული ტომების სახელმწიფოებრიობაც. [[ქაშქები]]სა და [[მუშქები]]ს მეომარმა ტომებმა [[კოლხა]]ს და [[დიაოხი]]ს სახელმწიფოებად დაიწყეს გაერთიანება. ასურულ წყაროებში ნახსენებია სხვა დიდი გაერთიანებებიც, მაგალითად, [[ნაირი]], რომელშიც სავარაუდოდ გაერთიანებული იყო კოლხებთან და მესხებთან ერთად აგრეთვე სხვა კავკასიური ტომებიც: [[ურარტუ]]ელები, ჩრდილო-კავკასიელები ([[ვაინახები]], [[უდიები]]-ალბანელები და სხვანი).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერი“-დან