ბიძინა კანდელაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|კანდელაკი}} '''ბიძინა სიმონის ძე კანდელაკი''' (დ. 7 მარტი, 1902...
 
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
[[1924]] წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი და ასისტენტად დატოვეს პროფესორ პ. მელიქიშვილთან. [[1927]] წელს ნიჭიერი ახალგაზრდა მიავლინეს გერმანიაში, სადაც წარმატებით დაამთავრა [[გეტინგენის უივერსიტეტი]]ს ქიმიური განყოფილება, შემდეგ იქვე მუშაობდა. [[1929]] წელს ასევე წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, დაბრუნდა სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა ქიმიის კათედრებს სხვადასხვა ინსტიტუტში. [[1935]] წლიდან ხელმძღვანელობდა [[საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი]]ს ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის კათედრას. [[1936]]-[[1939]] წლებში იყო თბილისის [[პ.პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტი]]ს დირექტორი.
 
ბიძინა კანდელაკის შრომებმა ტრიქოტროპიული გელების სტრუქტურისა და თვისებების შესახებ, მის მიერ წამოყენებული ლაბების კლასიფიკაციამ და სხვამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს [[კოლოდიური ქიმია|კოლოდიური ქიმიის]] განვითარებაში. მან გამოაქვეყნა ორმოცდაათზე მეტი ნაშრომი ჩვენში და უცხოეთში. იგი როგორც კოლოდიური ქიმიის თვალსაჩინო სპეციალისტი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქიმიკოსთა შორის. დაჯილდოვებული იყო [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ და მედლებით.