ნილოს მირონმდინარე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB)
No edit summary
[[ფაილი:nilos mironmdinare.jpg|thumb|ღირსი ნილოს მირონმდინარე]]
'''ღირსი ნილოს მირონმდინარე''' [[XVII საუკუნე]]ში მოღვაწე წმინდანად წოდებული [[ქრისტიანი]] [[ასკეტი|განდეგილი]]. დაიბადა [[საბერძნეთი]]ს ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც [[პეტრე მოციქული|წმიდა პეტრეს]] სახელი ერქვა. წმიდანს [[ქრისტიანი|ღვთისმოსავი]] მშობლები ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისი აღზრდა ბიძამ, მღვდელ-მონაზონმა მაკარიმ იტვირთა. სრულწლოვანებას მიწეული ნილოსი [[ბერი|ბერად]] აღიკვეცა. მალე მას [[ბერ-დიაკვანი|ბერ-დიაკვნად]] დაასხეს ხელი, მოგვიანებით კი - [[მღვდელ-მონაზონი|მღვდელ-მონაზვნად]]. ერთხანს უფლის რჩეული ბიძასთან ერთად მოსაგრეობდა. შემდეგ კი [[ათონის მთა|ათონის წმიდა მთაზე]] წავიდნენ. [[იღუმენი|იღუმენ]] ათანასეს კურთხევით ბიძა-ძმისწული დამკვიდრდა უდაბურ, მიუვალ და უწყლო ადგილას, რომელიც განსაკუთრებით მოხერხებული იყო მდუმარებისთვის. ამ ადგილს ”წმიდა ქვებს” უწოდებდნენ. მოსაგრეები ფრიად დაშვრნენ აქ მცირე [[ტაძარი|ტაძრისა]] და [[სენაკი|სენაკების]] მოსაწყობად, რის შემდეგაც ნეტარი მაკარი მალევე აღესრულა.
 
მოძღვრის გარეშე დარჩენილი ნილოსი კიდევ უფრო მაღალ სულიერ ღვაწლს შეუდგა და დაეყუდა ისეთ ადგილას, რომელიც არათუ ადამიანებისთვის, [[მხეცები]]სთვისაც მიუდგომელი იყო. მან აქაც მოაწყო ეკლესია და იგი [[მირქმა|უფლის მირქმის]] სახელზე აკურთხა. ღვთის სათნომყოფელი მამა ამსოფლიდან განსვლის შემდეგ თავისი მღვიმის მახლობლად დაკრძალეს და იქვე დაუმაგრეს წარწერა, რომელიც, ღირსი ნილოსის ანდერძის თანახმად, მისი [[ლუსკუმი]]ს გახსნას კრძალავდა. მაგრამ უფალმა ინება, სიკვდილის შემდგომი სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: მის ნეშტს გადმოდინდა სურნელოვანი [[მირონი]], რომელმაც ლუსკუმის მცირე ღიობიდან გამოჟონა. სიწმიდე ყველას დასანახად ციცაბო კლდის გზით უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ზღვისკენ (მანძილი საფლავიდან ზღვამდე შვეულად 128 მეტრია). ამ საკვირველმა მოვლენამ მრავლად მიიზიდა [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლები]] აღმოსავლეთის ყველა ქვეყნიდან. წმიდა მირონითა და ღირსი ნილოსისადმი აღვლენილი ლოცვებით ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა.