დინარის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| ამგებელი ქანები = [[დანალექი ქანები]]
}}
'''დინარის მთიანეთი''' — მთიანეთი [[ბალკანეთის ნახევარკუნძული]]ს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია [[იულიუსის ალპები]]დან (ჩრდილოეთით) მდინარე [[დრინა]]მდე (სამხრეთით) 650 კმ-ზე. სიგანე 60-იდან 230 კმ-მდე. აღმოსავლეთით ესაზღვრება [[შუა დუნაის ვაკე]] და [[იბარის ხეობა]], დასავლეთით [[ადრიატიკის ზღვა]]. მთიანეთის სანაპიროს ყველაზე მაღალი ნაწილი აგებულია [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] [[კირქვა|კირქვებით]]. გავრცელებულია [[რელიეფი]]ს [[კარსტი|კარსტული ფორმები]]. შედგება [[ქედი|ქედებითა]] და [[ხეობა|ხეობებით]] გაყოფილი ზეგნებისაგან. შედარებით მაღალი ქედები და მასივებია: [[სნეჟნიკი]] (1796 მ), [[ველებიტი]] (1757 მ), [[დინარა (მთა)|დინარა]] (1913 მ), [[დურმიტორი]] (2522 მ), [[პროკლეტიე]] (2694 მ) და სხვ. მთებში 2000 [[მეტრი]]ს ზევით შეიმჩნევა ძველი გამყინვარების კვალი.
 
მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებულია პალეოზოური [[ფიქალი|ფიქლები]] და [[ქვიშაქვა|ქვიშაქვები]], ვულკანური და [[მეტამორფული ქანები]]. ქედები ([[რომანია]] — 1629 მ, [[იავორი]] — 1537 მ, [[ზლატიბორი]] — 1496 მ და სხვა) გაყოფილია განიერი ხეობებით. სანაპირო რაიონებში განვითარებულია სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის ჰავა, აღმოსავლეთ რაიონებში — ზომიერი კონტინენტურიდან ხმელთაშუა ზღვის ჰავისკენ გარდამავალი. ნალექები 1000-3000 მმ (ზღვისპირა კალთებზე, 4000 მმ [[კოტორის უბე]]ში) და 900-1000 მმ (მთიანეთის აღმოსავლეთ კალთებზე, 500-700 მმ [[ქვაბული|ქვაბულებში]]) წელიწადში.