ფრიდერიკ შოპენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა 'misi gvari qartulad nishnavs deda motynuls'-ით
176.221.160.254-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა BRUTE-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
[[ფაილი:Chopin, by Wodzinska.JPG|thumb|250px|Chopin, 1835]]
misi gvari qartulad nishnavs deda motynuls
[[ფაილი:Chopin’s signature.jpg|thumb|შოპენის ხელმოწერა]]
 
'''ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი''' ([[პოლონელები|პოლ.]] Fryderyk Franciszek Chopin (Szopen)) ([[22 თებერვალი]] (სხვა წყაროებით — [[1 მარტი]]) [[1810]], სოფელი ჟელიაზოვა–ვოლია, [[ვარშავა|ვარშავის]] მახლობლად, [[პოლონეთი]] — 5 ([[17 ოქტომბერი]]) [[1849]], [[პარიზი]], [[საფრანგეთი]]), პოლონელი [[კომპოზიტორი]] და [[პიანისტი]], დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში ([[ფრანგები|ფრანგ.]] Frédéric François Chopin). ავტორი მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებისა ფორტეპიანოსთვის.
 
პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი. [[1831]] წლიდან ცხოვრობდა [[პარიზი|პარიზში]]. შოპენის მუსისკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში – [[მაზურკა]], [[პოლონეზი]], [[ვალსი]]; [[სკერცო]] გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.
 
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 2 კონცერტი ([[1829]], [[1830]]), 3 სონატა ([[1828]]-[[1844]]), ფანტაზია ([[1841]]), 4 ბალადა ([[1835]]-[[1842]]), 4 სკერცო ([[1832]]–[[1842]]), ექსპრომტები, ნოკტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.
 
[[1927]] წლიდან [[ვარშავა]]ში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.
 
საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა კომპოზიტორი დასაფლავებულია [[პარიზი]]ს [[პერ ლაშეზი]]ს სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს [[ვარშავა|ვარშავის]] წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.გარდაცვალების მიზეზად კი დღემდე ტუბერკულოზია დასახელებული.
== ცხოვრება ==
[[ფაილი:Fryderyk Chopin.jpg|thumb|150px|შოპენი, 1829 წელი.]]
=== ბავშვობა ===
შოპენი დაიბადა პოლონეთში, ჟელიაზოვა ვოლიაში, [[ვარშავა|ვარშავიდან]] 50 კილომეტრი დაშორებით.ეკლესიის მიხედვით ფრედერიკ შოპენი დაიბადა 22 თებერვალს, ხოლო მშობლების მიხედვით 1 მარტს. მამამისი - [[მიკოლა შოპენი]] დაიბადა საფრანგეთში. ის ჩავიდა პოლონეთში 1787 წელს - 16 წლის ასაკში.
 
[[1810]] წელს, როდესაც ფრედერიკი იყო 7 თვის, ოჯახი საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდა. ფრეკერიკის მამამ ფრანგული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
[[1817]] წელს, როდესაც ფრედერიკი 7 წლის იყო მამამისმა ამავდროულად ვარშავის ლიცეუმში მუშაობა დაიწყო. თვით ფრედერიკი ლიცეუმში [[1823]]-[[1826]] წლებში სწავლობდა. თუმცა მამამისი ფრანგი იყო, ფრედერიკმა ფრანგული კარგად არასოდეს არ იცოდა, პარიზში ყოფნის დროსაც კი.
 
შოპენის მთელ ოჯახს არტისტული განათლება ჰქონდა:მამამისი უკრავდა ვიოლინოსა და ფლეიტაზე, დედამისი - ფორტეპიანოზე და შვილებსც ასწავლიდა დაკვრას.
იოსეფ სიკორსკი - შოპენის თანამედროვე თავის წიგნში ''მემუარები შოპენზე'' ''(Wspomnienie Chopina)'' წერდა: პატარა ფრედერიკი აღტაცებული იყო, როდესაც დედამისი ფორტეპიანოზე უკრავდა. 6 წლის ასაკში ცდილობდა სმენით აეწყო დედამისის დაკრული. პირველ საფოტეპიანო გაკვეთილებს სწორედ დედამისისგან და უფროსი დის - ლუიზასგან იღებდა. ის პატარობიდან გადიოდა კონცერტებზე, მას "მეორე მოცარტი" უწოდეს.
 
1816-1821 წლებში მან დაწერა ორი [[პოლონეზი]]. პირველად ის ფიოდრ ციბულსკიმ გამოაქვეყნა.
 
11 წლის ასაკში მან დაუკრა რუსეთის იმპერატორ [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]]-თან, რომელიც ამ დროს ვარშავაში იმყოფებოდა.
შოპენი პატარობიდანვე გამოირჩეოდა თავისი ნიჭით, არა მარტო მუსიკაში არამედ ლექსების კითხვაში და კარიკატურების ხატვაში. გადმოცემის მიხედვით შოპენი ძალიან ნიჭიერი იყო ხატვაში. სკოლაში ერთ-ერთი ნახატით მან გააოცა მასწავლებელი.
 
ახალგაზრდობაში იგი პოლონურმა ხალხურმა მუსიკამ გაიტაცა და თავის მუსიკაშიც კი იხმარა.
 
=== განათლება ===
 
შოპენი სწავლობდა სახლში 13 წლამდე, შემდეგ [[1823]] წელს შევიდა [[ვარშავის ლიცეუმი|ვარშავის ლიცეუმში]] , თუმცა აგრძელებდა სწავლას [[ჟივნი]]სთან. [[1825]] წელს [[იგნაზ მოშელეს]] ნაწარმოების დაკვრის დროს მან გააოცა აუდიტორია თავისუფალი იმპროვიზაციით, და იგი დაასახელეს ”ვარშავის საუკეთესო პიანისტად”[[ფაილი:Józef Elsner.PNG| | thumb | [[იოზეფ ელსნერი]] ]]
 
[[1826]] წლის შემოდგომაზე შოპენმა დაიწყო კომპოზიტორ [[იოზეფ ელსნერი]]ს 3 წლიანი კურსი ვარშავის კონსერვატორიაში, რომელიც მაშინ უნივერსიტეტის ფილიალი იყო(ამიტომაც შოპენი ჩაწერილია უნივერსიტეტის სტუდენტთა ნუსხაში).სავარაუდოდ [[1822]] წელს შოპენს ჰქონდა პირველი კონტაქტი პოლონელ კომპოზიტორებთან. სწორედ [[იოზეფ ელსნერი|ელსნერი]] იყო შოპენის მასწავლებელი [[1823]] წელს, ხოლო [[1826]] წლიდან შოპენი ოფიციალურად სწავლობდა მუსიკის თეორიას, ფიგურულ ბასებს და კომპოზიციას [[იოზეფ ელსნერი|ელსნერთან]] ერთად. ზუსტად ამ წლებში [[იოზეფ ელსნერი|ელსნერმა]] აღმოჩინა შოპენის ”განუმეორებელი ნიჭი” და ”მუსიკალური გენია”. ისევე როგორც [[ჟივნიმ]],[[იოზეფ ელსნერი|ელსნერმაც]] კი არ იმოქმედა , არამედ გახსნა შოპენის ტალანტი. [[იოზეფ ელსნერი|ელსნერის]] ცდილობდა შეესწავლა შოპენისადმი აკადემიური წესები, და ”შოპენმა უნდა შეძლოს შექმნას კლასიკურ წესებზე დაფუძნებული საკუთარი, განუმეორებელი მუსიკა ”
 
== შემოქმედება ==
პოლონეთს არასოდეს არ ყოლია ისეთი მუსიკალური გენიოსი, როგორიც იყო ფრედერიკ შოპენი. მისი შემოქმედების უმეტესობა ფორტეპიანოსთვისაა დაწერილი. ის არ წერდა მუსიკას სიმფონიური ორკესტრისტვის (გამონაკლისია 2 საფორტეპიანო კონცერტი). წერდა პოლონეზებს, ნოქტურნებს, ვალსებს, ბალადებს და სხვ.
[[ფაილი:Eugène Ferdinand Victor Delacroix 043.jpg|thumb|[[დელაკრუა, ეჟენ|ეჟენ დელაკრუა]]. ფ. შოპენის პორტრეტი]]
[[ფაილი:Image-Frederic Chopin photo downsampled.jpeg|thumb|შოპენის ერთადერთი სურათი, გადაღებული [[1849]] წელს [[ლუის-აუგუსტ ბისონი]]ს მიერ]]
 
=== ძირითადი ნაწარმოებები ===
* 58 მაზურკა
* 16 პოლონეზი
* 19 ვალსი
* 21 ნოქტურნი
* 26 პრელუდია (24 პრელუდიის ციკლი და ცალკე 2 პრელუდია)
* 27 ეტიუდი
* 4 ექსპრომტი
* დასაძინებელი
* ბარკაროლა
* 3 სონატა ფორტეპიანოსათვის
* 4 ბალადა
* 4 სკერცო
* ფანტაზია ფა მინორი
* 2 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის
* სონატა ვიოლონჩელისა და ფორტეპიანოსათვის
* 17 სიმღერა ხმისა და ფორტეპიანოსათვის
 
== გავლენა ==
შოპენი თითქმის ყველა პიანისტის რეპერტუარშია (მათ შორის ქართველებიც - [[თენგიზ ამირეჯიბი]]). [[1927]] წლიდან ვარშავაში იმართება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.peoples.ru/art/music/composer/chopin/index.html კომპოზიტორის ბიოგრაფია (რუს.)]
* [http://www.chopin.pl კომპოზიტორის ბიოგრაფია (პოლ.)]
* [http://artofpiano.ru/person.php?p=chopin მაზურკები (mp3)]
* [http://classic.chubrik.ru/Chopin/ შოპენის mp3 ფაილები]
 
{{პორტალი|კლასიკური მუსიკა}}
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
{{რომანტიზმი}}
 
{{DEFAULTSORT:შოპენი, ფრედერიკ}}
[[კატეგორია:ფრანგი კომპოზიტორები]]
[[კატეგორია:პოლონელი კომპოზიტორები]]
[[კატეგორია:პოლონელი პიანისტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1810]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1849]]