ტენმუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 43:
 
ტენმუს ბევრი შვილი ჰყავდა, რომელთა შორისაც იყვნენ კრონპრინცი კუსაკაბე (პრინცესა უნონოსარარას შვილი), პრინცი იოცუ და პრინცესა იოკუ (პრინცესა იოტას შვილები, რომლის მამაც ასევე იმპერატორი ტენძი იყო) და პრინცი ტონერი, რომელიც ნიჰონშოკის ავტორი და იმპერატორ ძუნინის მამა იყო. ტენმუს ორი ვაჟი იმპერატორი, ხოლო ორი ქალიშვილი იმპერატორის მეუღლე გახდა. იმპერატორი შიოტოკუ მისი უკანასკნელი შთამომავალი იყო.
 
===ტენმუს ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები===
მისი ცხოვრების შესახებ მხოლოდ ნიჰონშოკიში წერია, თუმცა ამ წიგნის ავტორი მისი ვაჟი პრინცი ტონერი, რომელმაც ნაწარმოები მამის და დედის მმართველობის დროს დაწერა, რაც ეჭვს ბადებს მის სინამდვილესა და მიუკერძოებლობაში.
 
ტენმუ პატარა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც მის აღზრდა-განათლებაზე დედამისი, იმპერატორი საიმეი ზრუნავდა. ის არ განიხილებოდა ტახტის მემკვიდრედ, რადგან კრონპრინცი მისი უფროსი ძმა ტენძი იყო, ხოლო ქვეყანას იმპერატორის ქვრივი საიმეი მართავდა. ტენძის ტახტზე ასვლის შემდეგ, ტენმუ გახდა მემკვიდრე, რადგან ტენძის ვაჟები არ იყვნენ პოლიტიკურად შესაფერისი მემკვიდრეები. ტენძი ეჭვობდა, რომ ტენმუ ზედმეტად ამბიციური იყო, რის გამოც საჭიროდ მიიჩნია განემტკიცებინა პოლიტიკური პოზიცია ნათესაური ქორწინებით.
 
ტენძი ძალაიან აქტიურად აუმჯობესებდა სამხედრო ინსტიტუტებს, რომლებიც ტაიკას რეფორმების დროს ჩამოყალიბდა.<ref>[[Kan'ichi Asakawa|Asakawa, Kan'ichi]]. (1903). ''The Early Institutional Life of Japan,'' p. 313.</ref>
 
ღრმად მოხუცებულს, ტენჯის კანონიერი მეუღლისგან შეეძინა პრინცი იოტომო. იმის შემდეგ რაც იოტომოს სუსტი პოლიტიკური კავშრიები ჰქონდა დედის ნათესავებისგან, რის გამოც არავინ მიიჩნევდა მას ტახტის რეალურ მემკვიდრედ, იმის მიუხედავად, რომ იმპერატორს საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი ტახტზე აყვანა.
 
[[671]] წელს ტენმუმ თავი საფრთხეში იგრძონო და უარი თქვა კრონპრინცობაზე, რათა გამხდარიყო მღვდელი. ის განმარტოების მიზეზით, გადასახლდა იოშინოს მთებზე, იამატოს პროვინციაში. თავისთან 2 ვაჟი და მისი ერთ-ერთი მეუღლე, პრინცესა უნონოსარარა წაიყვანა. თუმცა დანარჩენი ცოლები მან დედაქალაქში დატოვა.
 
ერთი წლის შემდეგ, ტენძი გარდაიცვალა და პრინცი იოტომო ტახტზე ავიდა როგორც იმპერატორი კობუნი. ტენმუმ შეკრიბა ჯარი და იოშინოდ აღმოსავლეთით დაიძრა, რათა შეეტია ომიკოს დედაქალაქისთვის. მათ დალაშქრეს იამატოს, იგას და მინოს პროვნიციები. ტენმუს არმია და ახალგაზრდა იმპერატორის ჯარი ერთმანეთს მინოს პროვინციის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში შეებრძოლა. ტენმუს არმიამ გაიმარჯვა, ხოლო კობუნმა თავი მოიკლა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტენმუ“-დან