დავით კაპანაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

დაამთავრა გორის კლასიკური გიმნაზია. აქვე ჩაენერგა ისტორიის სიყვარული, დაიწყო ძველი ნივთების, განსაკუთრებით ფულების შეგროვება. ბავშვობის ეს გატაცება დ. კაპანაძემ ცხოვრებისეულ საქმედ აქცია და ნუმიზმატიკის დარგში გახდა ავტორიტეტული სპეციალისტი.
 
[[1937]] წელს დ. კაპანაძე, როგორც უკვე გამოცდილი ნუმიზმატი, მიიწვიეს დმანისის, გეგუთის, მცხეთის გუდარეხის და ბიჭვინთის ექსპედიციებში. [[1939]] წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის კაბინეტში, [[1959]] წლიდან კი განაგებს ამავე განყოფილებას, რომელიც მეცნიერმა გაამდიდრა უსასყიდლოდ გადაცემული საკუთარი კოლექციით.
 
[[1950]] წელს დ. კაპანაძემ გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი „ქართული ნუმიზმატიკა“, რომელშიც განხილულია ქართული ფულის 2500-წლოვანი ისტორია. [[1955]] წელს იგი შევსებული და გადამუშავებული სახით გამოიცა მოსკოვში.
 
დ. კაპანაძეს არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება, მაგრამ საქმის სიყვარულმა და რუდუნებამ მაღალპროფესიონალ ავტორიტეტად აქცია. მას ნება დართეს [[1948]] წელს დაეცვა საკანდიდატო, ხოლო [[1957]] წელს სადოქტორო დიერტაციები. მის კალამს ეკუთვნის 70-მდე მეცნიერული ნაშრომი.
 
წლების მანძილზე დ. კაპანაძე ლექციების კურსს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. [[1968]] წელს ღვაწლმოსილ პროფესორს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].