ივანე კერესელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
 
კერესელიძე უაღრესად ნაყოფიერი მწერალი იყო, რადგან იძულებული იყო ძალიან ბევრი ეწერა თავისი ჟურნალის შესავსებად. ზოგიერთი მისი ლექსი პატრიოტულ–სოციალური ლირიკის შესანიშნავი ნიმუშია, მაგ.: „შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი”, „ჩემო თვალის სინათლევ”, რომლებიც პოპულარულ სიმღერებად იქცა, მან ერთგვარი წვლილი შეიტანა აგრეთვე დრამატურგიისა და პროზის განვითარებაში, ხოლო როგორც პუბლიცისტი, იგი ფელეტონის მამამთავრად ითვლება საქართველოში (მაგ.; „სალაყბო ფორცლები”, „მგზავრის წიგნები“ და სხვა). კერესელიძე მიზნად ისახავდა ბატონყმობის იდეურ–ზნეობრივი საფუძვლების გაკიცხვას, ცდილობდა მკითხველისათვის დაენახვებინა გლეხთა ადამიანური ღირსებანი. ჟურნალ „ცისკრის“ დამატებიდან გამოყო დამოუკიდებელი ჟურნალი „გუთნის დედა“ ([[1873]]), უშვებდა გაზეთ „ცისკარს“ (1887), 70–იანი წლებიდან კერესელიძის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალი „ცისკარი“ დროის მაჯისცემას ჩამორჩა, იგი ცხარე პოლემიკის სარბიელი გახდა. კერესელიძეს ჟურნალის შესანარჩუნებლად განუწყვეტლად უხდებოდა ჩადგომა ძველ და ახალ თაობებს შორის, რითაც ბევრი პირადი მტერი გაიჩინა. მისი მძიმე მოღვაწეობის ზნეობრივი საფუძველი იყო ღრმა პატრიოტული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.
 
გარდაიცვალა [[1892]] წლის 21 დეკემბერს. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]].
 
[[თბილისი|თბილისში]], კერძოდ კი [[ვაკე|ვაკეში]] არის ივანე კერესელიძის ქუჩა.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
==ლიტერატურა==
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
 
== რესურსები ინტერნეტში ==
Line 19 ⟶ 22:
 
{{DEFAULTSORT:კერესელიძე, ივანე}}
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1850]]