გრიგოლ კილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|კილაძე}}
'''გრიგოლ ბართლომეს ძე კილაძე''' (დ. [[25 ოქტომბერი]], [[1902]], [[ბათუმი]] — გ. [[3 აპრილი]], [[1962]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი, დირიჟორი, პროფესორი, [[საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე]] (1941).
 
==ბიოგრაფია==
ხაზი 7:
[[1931]] წელს გრიგოლ კილაძემ დაამთავრა [[თბილისის კონსერვატორია]] და შეუდგა პედაგოგობას, [[1941]] წლიდან პროფესორია. პარალელურად მუშაობს რუსთაველის თეატრში — განაგებს მუსიკალურ ნაწილს. სხვადასხვა დროს იყო კონსერვატორიის დირექტორი, აგრეთვე ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, [[საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირი]]ს თავჯდომარე და სხვა.
 
კომპოზიტორის კალამს ეკუთვნის სიმფონიური პოემა „განდეგილი“ (1941 წელს მიენიჭა [[სსრ კავშირისსსრკ-ის სახელმწიფო პრემია]]), ორი სიმფონია, ოპერები: „ბახტრიონი“, „ლადო კეცხოველი“, ბალეტი „სინათლე“, რომლისთვისაც მისი ავტორი მეორედ გახდა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გრ. კილაძე ცნობილია, აგრეთვე, როგორც შესანიშნავი დირიჟორი. წლების მანძილზე იყო [[საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი]]სა და კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მთავარი დირიჟორი. მას ეკუთვნის მუსიკა კინოფილმისათვის: „არსენა“, „ფრთოსანი მღებავი“, „უკანასკნელი მასკარადი“ და სხვა.
 
დაჯილდოვებული იყო [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ და მედლებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_კილაძე“-დან