მცხეთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.73.253.142-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერს...
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 5:
|მშობლიური სახელი =
|ქვეყანა = საქართველო
|პანორამა = Mtskheta-Georgia Mtskheta IMG 9191 2005.jpg
|პანორამის სიგანე = 300px
|წარწერა = ხედიქალაქი ჯვრის მონასტრიდანმცხეთა
|დროშა =
|გერბის სიგანე =
ხაზი 55:
 
ძვ. წ. 65 წელს მცხეთა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა დალაშქრა. გადმოცემით IV საუკუნის დასაწყისში იერუსალიმიდან მოსული მისიონერი [[წმინდა ნინო|ნინო]] მცხეთაში [[ქრისტიანობა]]ს ქადაგებდა (მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ადგილებია [[სამთავრო]], [[სვეტიცხოველი]], [[ჯვარი (მცხეთა)|ჯვარი]]). [[326]] წელს მეფე [[მირიან III]]-მ და მისმა ოჯახმა ახალი რელიგია მიიღო. ქრიასტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. VI საუკუნის დასაწყისში მეფე [[დაჩი I]] უჯარმელმა მამის — [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] ანდერძის თანახმად, დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთამ დაკარგა პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ იგი კვლავინდებურად ქვეყნის საეკლესიო ცენტრად დარჩა — აქ იყო საქართველოს პატრიარ-კათოლიკოსის რეზიდენცია. 736—738 წლებში ქალაქი არაბმა სარდალმა [[მურმან ყრუ|მურმან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუ)]] დაიპყრო და გაანადგურა — დაანგრია აემაზციხე. XV საუკუნის დასაწყისში მცხეთა [[თემურლენგი|თემურლენგმა]] დაარბია (ძალზე დაზიანდა სცეტიცხოვლის ტაძარი). მომდევნო საუკუნეებში მცხეთის მნიშვნელობა თანდათან დაქვეითდა. [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ იგი [[დუშეთის მაზრა|დუშეთის მაზრის]] მცირე სოფელიღა იყო.
[[ფაილი:Mtskheta-Georgia.jpg|მარცხნივ|250პქ|მინი|ხედი ჯვრის მონასტრიდან]]
 
ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მცხეთაში მიმდინარეობს საკმაოდ ინტესიური მშენებლობა საკულტო ნაგებობებისა — სვეტიცხოველი (IV საუკუნე — ხის ეკლესია, V საუკუნე — ქვის ბაზილიკა. არც ერთი აღარ არსებობს), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს., გადაკეთებულია XIX საუკუნეში), ჯვრის მცირე ეკლესია (VI საუკუნის II ნახევარი) და დიდი ტაძარი (585/6—604), „ანტიოქია“ (VII—VIII) და სხვა. განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში შენდება დიდი ტაძრები — სვეტიცხოველი (1010—1129, ხუროთმოძღვარი [[არსუკისძე]]), სამთავრო (XI საუკუნის 30-იანი წლები), აგრეთვე ერთნავიანი ეკლესიები: [[ბარბარეთი]] (X—XI სს.), [[ახალქალაქური]] (ამჟამად ოლღას ეკლესიად წოდებული, XI—XII საუკუნეები, გადაკეთებულია XIX საუკუნეში), კალოუბნის წმ. გიორგის (XII ს. მოხატულობით) და სხვა. თავდაცვითი ნაგებობებიდან შემორჩენილია ბებრის (ბელტის) ციხე (გვიანდელი ანტიკური-ფეოდალური ხანა), სვეტიცხოვლის გალავანი (1787) და სხვა. საერო — კათალიკოს [[მელქისედეკი]]ს სასახლის ნაშთები (სვეტიცხოვლის გალავნის სამხრეთ კედლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, XI საუკუნე), სვეტიცხოვლის კარიბჭე (1029).
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მცხეთა“-დან