რონკალის სეიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

რუს. "чиновник" - მოხელე
(რუს. "чиновник" - მოხელე)
 
'''რონკალის სეიმი''' — საიმპერიო სეიმი, [[ლომბარდიის ლიგა|ლომბარდიის ლიგის]] თოთხმეტივე ქალაქისა და [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] წარჩინებულებისა და საეკლესიო მოღვაწეების საერთო შეკრება. გაიმართა [[1158]] წელს [[პიაჩენცა]]ს მახლობლად.
 
[[ფრიდრიხ I ბარბაროსა]]მ, მას შემდეგ, რაც [[რომის პაპი]]სგან გვირგვინი მიიღო, დაიწყო ჩრდილოეთ [[იტალია]]ში „ახალი წესრიგის“ შემოღება: ქალაქთა წარმომადგენლები შეკრიბეს რონკალის სეიმზე და მოიწვიეს იურისტები [[ბოლონია|ბოლონიიდან]]. ქალაქებს თავიანთი უფლებების დაცვა მოუწიათ; აღიარდებოდა მხოლოდ ის უფლებები, რომლებსაც იმპერატორის ქარტიები ამტკიცებდა. ფრიდრიხმა დაიტოვა უფლება, დაენიშნა ყველა ქალაქში თავისი ჩინოვნიკიმოხელე — პოდესტა.
 
ქალაქები აჯანყდნენ: მაგალითა, [[მილანი|მილანმა]] ორწლიან ალყას გაუძლო, მაგრამ ბოლოს იძულებული იყო, დანებებულიყო. ქალაქი დასაჯეს: მცხოვრებლები გადაასახლეს რამდენიმე სოფელში, ხოლო ბაზარზე გაავლეს ღარი იმის ნიშნად, რომ მილანი არ აღდგებოდა. [[1159]] წელს ფრიდრიხ ბარბაროსამ არ აღიარა მორიგი პაპი — ალექსანდრე III (იმპერატორის პირადი მტერი) და საკუთარი დანიშნა. ალექსანდრე III-მ მხარი დაუჭირა ჩრდილო-იტალიური ქალაქების კვაშირს, [[ლომბარდიის ლიგა]]ს. ფრიდრიხმა სრული მარცხი განიცადა ლიგის ჯარებთან [[ლენიანოს ბრძოლა]]ში ([[1176]]), ერთი წლის შემდეგ კი პაპს შეურიგდა.
ანონიმური მომხმარებელი