დიეგო მარადონა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 128:
მარადონა [[იტალია|იტალიის]] [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1990|1990 წლის მუნდიალზეც]] გუნდის კაპიტანი იყო. თუმცა კოჭის ტრავმამ მთელ მის გამოსვლაზე იქონია გავლენა და ნაკლებად ეფექტური იყო, ვიდრე 4 წლით ადრე. არგენტინამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გაჭირვებით გავიდა პლეი-ოფში.
 
მერვედფინალში, [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილიასთან]] მატჩში, დიეგოს გარღვევისა და პასის შემდეგ [[კლაუდიო კანიჯა]]მ ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდი მეოთხედფინალში გავიდა<ref name="Fifa90">[http://www.espnfc.com/feature/_/id/696774?cc=5739 "World Cup 1990"]. ESPN</ref>. მეოთხედფინალში არგენტინა [[იუგოსლავიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იუგოსლავიას]] დაუპირისპირდა და, ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, რომელიც 0-0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში იმარჯვა. მარადონამ თავისი თერთმეტმეტრიანი გააცუდა.
 
ნახევარფინალში, მასპინძელ [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიასთან]] მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1-1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში კი სამხრეთ ამერიკელებმა კვლავ იმარჯვეს. ამჯერად, მარადონამ თავისი თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
 
წინა ჩემპიონატის მსგავსად, ფინალში არგენტინა კვლავ [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|დასავლეთ გერმანიის]] ნაკრებს შეხვდა. მატჩი დიეგოს გუნდმა 0-1 წააგო. ერთადერთი გოლი [[ანდრეას ბრემე]]მ გაიტანა საკამათო თერთმეტმეტრიანით<ref name="Fifa90"/>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიეგო_მარადონა“-დან