იულიუს კეისარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 230:
 
=== კეისრის მემკვიდრეობა ===
მიუხედავად კეისრის ხანმოკლე სიცოცხლისა, მის მიერ დაწყებული [[პროცესი]] შეუჩერებელი აღმოჩნდა; რესპუბლიკის დღეები დათვლილი იყო. [[მონარქია]], როგორც ალბათ იმ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური [[წყობილება]], კეისრისთვის რომის [[სახელმწიფო]]ს გადარჩენას ნიშნავდა. ქვეყანაში მომხდარი ყველა რეგრესიული თუ [[ნეგატიური]] მოვლენა კეისრის ყურადღების ქვეშ ექცეოდა: [[კორუფცია]], [[უმუშევრობა]] და პარაზიტული [[არსებობა]], [[ფლანგველობა]], [[პაუპერიზაცია]], უწიგნურობა და ბევრი სხვა რამ მისი ყოველდღიური ზრუნვის საგანი იყო. ის კულტურულ-ეკონომიური [[პროგრესი]], რაც [[რომი]]ს სახელმწიფომ [[ავგუსტუსი]]ს მმართველობის პერიოდში განიცადა, განაპირობა სწორედ კეისრის ბოლო წლების მოღვაწეობამ. კეისრის გრანდიოზული გეგმები აღემატებოდა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს, თუმც, რომ არა ნაადრევი [[სიკვდილი]], მას შესაძლოა განეხორციელებინა კიდეც თავისი სტრატეგიული გეგმები. მაგრამ მან მაინც არასწორად გადადგა თავისი პირვანდელი ნაბიჯი. იულიუს კეისარი მიეკუთვნება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც შესძლეს კარდინალურად შეეცვალათ [[მსოფლიო]] ისტორიის განვითარების [[გეზი]].
 
== ოჯახი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულიუს_კეისარი“-დან