რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
'''რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987''' — პირველი [[რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატი]] [[რაგბი]]ში, რომელიც მიმდინარეობდა [[1987]] წლის [[22 მაისი]]დან - [[20 ივნისი|20 ივნისამდე]] [[ავსტრალია]]სა და [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]].
 
მსოფლიო თასის შემოღება [[რაგბის საერთაშორისო საბჭო|ირბ]]-მა 1985 წლის მარტში, არსებობის 99-ე წლისთავზე დაადგინა. ოთხივე [[ბრიტანეთიბრიტანეთის კუნძულები|ბრიტანული]] ქვეყანა იდეის წინააღმდეგი ლამის სულ ბოლომდე იყო, მაგრამ პროფესიული ცირკის შიშით, ჩათრევას ისევ ჩაყოლა ამჯობინა და [[სამხრეთ ნახევარსფერო|სამხრეთსა]] და [[საფრანგეთი|ფრანგებს]] ერთი, საცდელი პირველობის გამართვაზე დაყაბულდა. ჰოდა, თასის მასპინძლობა მოთავეებს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეკისრათ.
 
ირბ-ის მამებმაც დანარჩენი რაგბეთი ლხინზე დაპატიჟეს, წევრობა კი წვეულებს მერეღა უბოძეს. იმხანად რვა ბობოლიდან ერთს, სამხრეთ აფრიკას პოლიტიკურ მიზეზთა გამო ყადაღა ედო, რის გამოც მამებმა ბოკეს ნაცვლად "გამოსწორებული რასისტები", ზიმბაბველები ჩართეს დასში, გაუგებარ მიზეზთა გამო უარზე მყოფი საბჭოეთის (საბჭოეთი მონაწილე 16-ეულში ეწერა, მაგრამ დასტურის გაგზავნის დრომ რომ მოატანა, სპორტ-კომიტეტმა ნაცადი ხრიკი მოიშველია, ესაო და საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად არ უნდა ეთამაშო არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკას, არამედ ყველას, ვისაც კი რასისტებთან ოდესმე (!) უბურთავიაო) ადგილი კი ერგო ფიჯის მეზობელს, კიდევ უფრო ციცქნა ტონგას.