კონსტანტინე ლორთქიფანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
ლიტერატურაში კ. ლორთქიფანიძე ლექსებით შემოვიდა. [[1926]] წლიდან, ზედიზედ აქვეყნებს კრებულებს: „პირველის შემდეგ“, „ღიმილი“, „ახალი ლექსები“, „ერთი მათგანი“, „მუშა გამომგონებელი“, პოემა „სტენკა რაზინი“ და სხვა. მალე ნიჭიერი პოეტი პროზაში პოულობს თავის მოწოდებას. პირველი საყურადღებო მოთხრობების გამოქვეყნების შემდეგ კ. ლორთქიფანიძემ [[1931]] წელს დაწერა დიდი რომანი „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“, რომელიც გადაამუშავა და 1951 წელს გამოსცა „კოლხეთის ცისკარის“ სახელწოდებით. იგი სამართლიანადაა მიჩნეული კლასიკურ საბჭოთა რომანად და ქართული საბჭოთა პროზის ერთ-ერთ საეტაპო ნაწრმოებადაა აღიარებული. „კოლხეთის ცისკარი“ ითარგმნა მრავალ ენაზე, მას მაღალი შეფასება მისცა კრიტიკამ.
 
კონსტანტინე ლორთქიფანიძე ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გამოეხმაურა [[მაქსიმ გორკი]]ს მოწოდებას — გაეფართოებინათ მოძმე ხალხებს შორის ლიტერატურული კონტაქტები, რასაც მოჰყვა მწერლის შესანიშნავი ციკლი „უკვდავება, ანუ ბელორუსული მოთხრობები“. სამამულო ომის პერიოდში ის ფრონტიდან გაზეთ ქკომუნისტში აქვეყნებდა ფრონტულ კორესპოდენციებს. მწერლის ფრონტული ნარკვევები თუ სამამულო ომის თემაზე დაწერილი მოთხრობები ქვეყნდებოდა მაშინაც, როცა 70-იან წლებში რესპუბლიკაში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება და ამას მოჰყვა გარკვეული ეკონომიკური ექსპერიმენტები. აქაც მწერალი უშუალოდ ჩაერთო ცხოვრების პროცესში და არაერთი პუბლიცისტური თუ დოკუმენტურ-მხატვრული ნაწარმოებით წარუდგა მკითხველს — „რა მოხდა აბაშაში?“, „მთას დაუბრუნდა მთიელი“, „ოქროს მტევანი“ და სხვა.
 
კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის აგრეთვე კონოსცენარები „მეგობრობა“, „ჩრდილი გზაზე“, „შეწყვეტილი სიმღერა“.
 
აღსანიშნავია მისი საზოგადოებრივი საქმიანობა. იგი იყო ჟურნალების „ლიტერატურნაია გრუზიას“, „ცისკრის“ და ქუთაისში გამომავალ „განთიადის“ რედაქტორი, გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი. [[1967]] წლიდან სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. იყო სოციალისტური შრომის გმირი, მინიჭებული ჰქონდა [[შოთა რუსთაველის პრემია]], ა. ფადეევის პრემია. დაჯილდოვებული იყო 2 [[ლენინის ორდენი]]თ, 3 [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ, 2 [[წითელი დროშის ორდენი]]თ, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].