კონსტანტინე ლორთქიფანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|ლორთქიფანიძე}} '''კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანი...
 
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
ქუთაისის პირველი ტექნიკუმის დამთავრებისთანავე ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში. იყო ქუთაისში პროლეტარ მწერალთა კავშირის დამაარსებელი ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი.
 
ლიტერატურაში კ. ლორთქიფანიძე ლექსებით შემოვიდა. [[1926]] წლიდან, ზედიზედ აქვეყნებს კრებულებს: „პირველის შემდეგ“, „ღიმილი“, „ახალი ლექსები“, „ერთი მათგანი“, „მუშა გამომგონებელი“, პოემა „სტენკა რაზინი“ და სხვა. მალე ნიჭიერი პოეტი პროზაში პოულობს თავის მოწოდებას. პირველი საყურადღებო მოთხრობების გამოქვეყნების შემდეგ კ. ლორთქიფანიძემ [[1931]] წელს დაწერა დიდი რომანი „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“, რომელიც გადაამუშავა და 1951 წელს გამოსცა „კოლხეთის ცისკარის“ სახელწოდებით. იგი სამართლიანადაა მიჩნეული კლასიკურ საბჭოთა რომანად და ქართული საბჭოთა პროზის ერთ-ერთ საეტაპო ნაწრმოებადაა აღიარებული. „კოლხეთის ცისკარი“ ითარგმნა მრავალ ენაზე, მას მაღალი შეფასება მისცა კრიტიკამ.
 
კონსტანტინე ლორთქიფანიძე ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გამოეხმაურა [[მაქსიმ გორკი]]ს მოწოდებას — გაეფართოებინათ მოძმე ხალხებს შორის ლიტერატურული კონტაქტები, რასაც მოჰყვა მწერლის შესანიშნავი ციკლი „უკვდავება, ანუ ბელორუსული მოთხრობები“.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].