იბნ ჰაზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სამეცნიერო მოღვაწეობა: დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 30:
შემდგომ იგი მონტიხარში, თავის საგვარეულო მამულში დასახლდა, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობით იყო დაკავებული სიცოცხლის ბოლომდე. მას სხვადასხვა სფეროში 400-ზე მეტი ნაშრომი აქვს, მათგან 40-მა ჩვენამდეც მოაღწია, რადგან მათი უმრავლესობა იბნ ჰაზმის პოლიტიკურმა და რელიგიურმა ოპონენტებმა გაანადგურეს.
 
== შეხედულებები ==
==სამეცნიერო მოღვაწეობა==
=== რელიგია ===
იბნ ჰაზმი დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ხალიფას კარზე და უწევდა პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობა. ამის გამო იგი მოწმე გახდა ადამიანის ბუნების ყველაზე უფრო ბნელი მხარეებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ მისი აზრით, ადამიანს თავშესაფრის პოვნა მხოლოდ ღმერთთან შეეძლო.
 
ხაზი 38:
იგი ეწინააღმდეგებოდა რელიგიის ფილოსოფიურ გააზრებას, ღმერთის სახელ-თვისებების ალეგორიულ განმარტებებსა და ეზოთერულ [[თაფსირი|თაფსირს]].<ref>Robert Gleave, ''Islam and Literalism: Literal Meaning and Interpretation in Islamic Legal Theory'', pg. 169. [[Edinburgh]]: [[Edinburgh University Press]], 2012. ISBN 9780748625703</ref>
 
=== ფიზიკა ===
იბნ ჰაზმს მიაჩნდა, რომ [[ბგერა]]ს გააჩნია [[სიჩქარე]], რასაც კორდოვის მეჩეთში [[ექო]]ს დაგვიანების, ასევე [[ელვა]]სა და [[ჭექა-ქუხილი|ქუხილს]] შორის დროის განსხვავების საფუძველზე ამტკიცებდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ [[ჭექა-ქუხილი|ქუხილს]] [[ელვა]] იწვევდა. <ref name="her">[http://www.muslimheritage.com/uploads/Main%20-%20Ibn%20Hazm.pdf Ibn Hazm's philosophy]</ref>
 
=== ასტრონომია ===
იბნ ჰაზმი უარყოფდა თავისი დროის [[ასტროლოგია|ვარსკვლავთმრიცხველების]] შეხედულებას, თითქოსდა ციურ სხეულებს გააჩნდათ სული ან გონება, და მათ რაიმე გავლენის მოხდენა შეეძლოთ ადამიანის ბედ-იღბალზე.<ref name="her" /><br /> ასევე იბნ ჰაზმი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ [[დედამიწა]] სფეროსებურია, რომლის მტკიცებულებად [[ყურანი]] მოჰყავდა.<ref>'''ბრძენი ყურანი''', სურა აზ-ზუმარ, XXXIX, აია 5.</ref> მისი აზრით, გამოყენებული სიტყვა "იუქავვირუ" ({{lang-ar|يكور}}; ჩაახვევს, რაც მესამე პირის უღლებაა II ფორმის ზმნიდან "ქუვვირათ" {{lang-ar|كورت}} ჩახვევა, რაც ენათესავება იგივე ძირის სიტყვას "ქურ" {{lang-ar|كور}} ბურთი) პირდაპირ მიანიშნებდა დედამიწის სფეროსებურებასა და ამის გამო დღე-ღამის ცვალებადობაზე. მისი გამოთვლებით დედამიწის გარშემოწერილობა 40253,4 კმ ექვივალენტი იყო, რაც 200 კმ-თი მეტია ეკვატორის რეალურ სიგრძეზე, 40,075 კმ-ზე.<ref>[http://kavpolit.com/kakie-izobreteniya-podarili-miru-musulmane/ Какие изобретения подарили миру мусульмане] kavpolit.com 22.11.2013</ref>
 
=== ქალები ===
იბნ ჰაზმს მიაჩნდა რომ ქალები შესაძლოა ყოფილიყვნენ ისლამის მოციქულები, ასევე პოლიტიკური ლიდერები.<ref>[http://www.islamicspain.tv/Andalusi-Society/WomenofAl-Andalus.htm Extraordinary Women of Al-Andalus]. Cities of Light: The Rise and Fall of Islamic Spain. Unity Productions Foundation: 2007.</ref>
 
==ნაშრომები==
იბნ ჰაზმს ეკუთვნის ოთხასამდე ნაშრომი, რომლებიც დიდი ნაწილიც განადგურდა. ნაშრომების რაოდენობით მას მხოლოდ [[ალ-ტაბარი|მუჰამმად ატ-ტაბარი]] აჭარბებს. მათ შორისაა:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იბნ_ჰაზმი“-დან