პერლ-ჰარბორზე თავდასხმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Attack_on_Pearl_Harbor_Japanese_planes_view.jpg|250პქ|მინი|თავდასხმა პორტში მდგარ გემებზე.პერლ-ჰარბორი 1941 წელი]]
'''თავდასხმა პერლ-ჰარბორზე''' — [[1941]] წლის [[7 დეკემბერი|7 დეკემბერს]] [[იაპონია|იაპონიის]] საჰაერო ძალები თავს დაესხნენ [[ამერიკა|ამერიკის]] წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ-ჰარბორის ბაზაზე, კუნძულ ჰავაიზე. თავდასხმის შემდეგ ამერიკა ჩაება [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომში]] იაპონიის, [[გერმანია|გერმანიისა]] და [[იტალია|იტალიის]] წინააღმდეგ. აშშ-ის ჩართვამ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური ქვეყნების ალიანსის დამარცხება გარდაუვალი გახადა.
 
==ამერიკა-იაპონიის ურთიერთობა თავდასხმამდე==
30-იან წლებში იაპონიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. [[1931]] წელს იაპონიამ დაიპყრო [[ჩინეთი]]ს პროვინცია [[მანჯურია]], [[1937]] წელს კი ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია სისასტიკემ, რომელსაც იაპონელები ჩინეთში იჩენდნენ. ამას თან დაერთო იაპონიის გაერთიანება ნაცისტურ გერმანიასთან სამხედრო ალიანსში, [[1940]] წელს. მომდევნო წელს [[ჰიტლერი]]ს შეიარაღებული ძალები მთელ კონტინენტურ ევროპაში გაბატონდნენ და [[საბჭოთა კავშირი]]სკენ იკაფავდნენ გზას. [[დიდი ბრიტანეთი]] იძულებული გახდა შეიარაღებული ძალები გაეყვანა [[საბერძნეთი]]დან და [[კრეტა|კრეტიდან]], ბრიტანელებმა რამდენიმე მარცხი იწვნიეს ჩრდილოეთ აფრიკაშიც. გარდა ამისა, [[ატლანტის ოკეანე]]ში გერმანელებმა წყალქვეშა ნავებით ძლიერი იერიში მიიტანეს ბრიტანეთის ფლოტზე. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა იქონია ომ დროისთვის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს შემდეგ აშშ-ში ძალზე სკეპტიკურად უყურებდნენ ევროპაში ომში ჩართვის შესაძლებლობას. პრეზიდენტი [[თეოდორ რუზველტი]] ანგარიშს უწევდა ქვეყანაში გამეფებულ ანტისაომარ განწყობას და პირობას დებდა, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთვებოდა. [[1941]] წლის [[26 ნოემბერი|26 ნოემბერს]] სახელმწიფო მდივანმა იაპონელებს ჩინეთისა და [[ინდოჩინეთი]]ს დატოვება მოსთხოვა, ამას გარდა აშშ-მ ნავთობისსა და სხვა ნედლეულის მიწოდება შეუმცირა იაპონიას, რაც მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. იაპონიას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ამერიკისთვის ომი გამოეცხადებინა. პერლ-ჰარბორზე თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ აშშ უკვე ორ ფრონტზე იყო ჩართული ომში — გერმანიასთან და იტალიასთან ევროპაში და იაპონიასთან წყნარ ოკეანეში.
 
[[ფაილი:A6M3_Model22_UI105_Nishizawa.jpg|250პქ|მინი|იაპონური მონადირე Mitsubishi A6M Zero]]
==თავდასხმა==
[[ფაილი:A6M3_Model22_UI105_Nishizawa.jpg|250პქ|მარცხნივ|მინი|იაპონური მონადირე Mitsubishi A6M Zero]]
[[1941]] წლის ოქტომბერში იაპონიის გენერალურმა შტაბმა მიიღო იაპონიის ფლოტის მთავარსარდლის, ადმირალ [[ისოროკუ იამამოტო]]ს მიერ შემუშვებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა პერლ-ჰარბორში აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტზე მოულოდნელ თავდასხმას. ნოემბრის ბოლოს იაპონელთა უზარმაზარმა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა 6 ავიამზიდი, 24 სამხედრო ხომალდი და წყალქვეშ ნავები, საბრძოლო პოზიციები დაიკავა. [[7 დეკემბერი|7 დეკემბერს]], დილის 8 საათზე 180-მა იაპონურმა ბომბდამშენმა ბაზაზე იერიში მიიტანა. მათი სამიზნე იყო 8 ამერიკული საბრძოლო ხომალდი, აქედან 7 მათგანი ნავმისადგომში ერთრიგად ჩამწკრივებული იდგა და მოწინააღმდეგისთვის კარგ სამიზნეს წარმოადგენდა. ყველა დაბომბეს 3 კი ჩაძირეს. იერიშის მეორე ტალღა ნახევარ საათში განმეორდა და 10 საათისთვის იაპონელთა თვითმფრინავები უკან გაბრუნდნენ. 21 საბრძოლო ხომალდის ჩაძირვის ან განადგურების გარდა, იაპონელებმა ამერიკელთა 188 თვითმფრინავი დაბომბეს, სანამ მათი უმეტესობა მიწაზე იდგა. 3 ავიამზიდი, რომლებიც იმ დროს წვრთვნებს გადიოდნენ და პორტში არ იმყოფებოდნენ, დაბომბვას გადაურჩა . ამერიკელთა დანაკარგი 2403 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა, 1178 კი დაიჭრა. იაპონელებმა კოორდინებული თავდასხმით ასევე თითქმის მიწასთან გაასწორეს ფილიპინებზე აშშ-ის საჰაერო ძალები. პრეზიდენტ რუზველტს კონგრესმა მაშინვე მიანიჭა უფლებამოსილება, ომი გამოეცხადებინა იაპონიისთვის. რამოდენიმე დღის შემდეგ გერმანიამ მოკავშირის წინაშე თავი ვალდებულად მიიჩნია, აშშ-ისთვის ომი გამოეცხადებინა.
 
[[ფაილი:D3A1_Akagi.jpg|250პქ|მინი|იაპონური ბომბდამშენი Aichi D3A Val]]
==ლიტერატურა==
*ჟურნალი ისტორიანი, მაისი, №5 2011