საიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
| commons =
}}
'''საიგა''' ({{lang-la|Saiga tatarica}}), [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანი]] ცხოველი [[ძროხისებრნი|ძროხისებრთა]] ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 140 სმ, მასა 40 კმ-მდე აღწევს. დედალი უფრო მომცროა. საიგას აქვს გრძელი, მოძრავი, ხორთუმისებრი ცხვირი, ღია ყავისფერი რქები (დედალი ურქოა), რომელთა სიგრძე 40 სმ აღწევს, მოყვითალო ზურგი, თეთრი მუცელი, გავრცელებულია [[მონღოლეთი|მონღოლეთში]], დასავლეთ ჩინეთში, წინა კავკასიაში, [[ყალმუხეთი]]ს ველზე, [[მდინარე]] [[ვოლგა (მდინარე)|ვოლგის]] ქვემო დინების მარცხენა სანაპიროზე, [[ყაზახეთი]]ს და შუა აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. ბინადრობს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ქმნის ჯოგს, რომელიც ასეული და ათასეული სულისაგან შედგება. იკვებება ბალახით. დარბის ძალზე სწრაფად (72 კმ-მდე საათში). მაკეობა 5 თვემდე გრძელდება. შობს 1-2 ნაშიერს. რეწვის ობიექტია - იყენებენ ხორცს, ტყავსა და რქებს (როგორც სამკურნალო ნედლეულს).
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საიგა“-დან