იაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB
No edit summary
ხაზი 20:
}}
 
'''იაკი''' (Bos Poephagus grunniens), [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანი]] ცხოველი [[ძროხისებრნი|ძროხისებრთა]] ქვეოჯახისა. გარეული იაკი შემორჩენილია [[ტიბეტი]]ს მთებში (ზღვის დონიდან 4500 მ-მდე). მანდაოს არეში აქვს კუზი. ფერად შავი ან წაბია, ხერხემლის გასწვრივ გასდევს ღია შეფერილობის ზოლი. სხეული დაფარულია ხშირი თივთივის ბეწვით. გვერდებზე და მუცელზე ბეწვი ფოჩივით აქვს ჩამოგრძელებული. შინაური აზავერი გარეულზე პატარაა. ხარის საშუალო სიმაღლე ნიდაოში 120-135 სმ, ცოცხალი წონა 400-450 კგ. ფურისა, შესაბამისად, - 105-120 სმ, 270-300 კგ. აზავერი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი. ცხოველთა 30% ურქოა. აზავერს აშენებენ მაღალმთიან ადგილებში - ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაის მთებში, დასავლეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ მონღოლეთში, ყირგიზეთში, მთიანი ალთაის და ტუვის ავტონომიურ ოლქებში, სადაც უბადლო სასაპალნე და საჯდომი ცხოველია. ძროხასთან შეჯვარებით აზავერი იძლევა ჰიბრიდს (ნაყოფიერია მხოლოდ დედალი ჰიბრიდი).
 
წერილობითი წყაროების მოწმობით, ადრინდელი [[შუა საუკუნეები]]ს საქართველოში ფართოდ ყოფილა გამოყენებული [[საოჯახო მეურნეობა]]ში, შორ გზაზე ბარგის გადასაზიდად, აგრეთვე [[მშენებლობა]]ში. აზავერი მოხსენიებულია [[ვეფხისტყაოსანი|„ვეფხისტყაოსანშიც“]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაკი“-დან