კახეთის აჯანყება (1605): განსხვავება გადახედვებს შორის

ბმული
(ბმული)
'''კახეთის აჯანყება 1605''', კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ.
 
აჯანყების უშუალო საბაბი გახდა შაჰ [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] დავალებით კონსტანტინე მირზას მიერ ([[კონსტანტინე I (ალექსანდრე II-ის ძე)]], კახეთის მეფე) მაფის, [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II-ის]] ძმისა და სხვა კახელი დიდებულების დახოცვა ([[12 მარტი]]). ამ ფაქტმა კახეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი.
 
აჯანყება [[ქიზიყი]]დან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქითკენ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I [[გრემი|გრემში]] ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რომელთაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი [[ქეთევან დედოფალი]] ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.