სოფრომ მგალობლიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|მგალობლიშვილი}} '''სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი''' (დ. 20...
 
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაამთავრა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ, [[1873]] წელს თბილისის სასულიერო სემინარია, დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში სადაც მუშაობდა რუსული და ქართული ენების მასწავლებლად. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, სოფრომ მგალობლიშვილი გორში ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-რევოლუციურ მოღვაწეობას. სემინარიის კედლებშივე გაიტაცა იგი ანტიმონარქიულმა განწყობილებამ. ახალგაზრდა პედაგოგი და მოწინავე იდეების მქადაგებელი გორის რაიონის დაბა-სოფლებში მართავდა წარმოდგენებს. ავრცელებდა არძალულ ლიტერატურას, რისთვისაც იგი ორჯერ დააპატიმრეს. შემდეგ სოფრომ მგალობლიშვილი ფოთშია, სადაც ერთხანს მუშაობდა საეპარქიო სამმართველოში, ხოლო [[1897]] წელს გადმოდის თბილისში და იწყებს სამსახურს სინოდის კანტორაში. [[1910]] წელს დაითხოვეს სინოდიდან და ამის შემდეგ იგი მთლიანად ებმება საზოგადოებრივ საქმიანობაში, აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებში.
 
მწერლობა სოფრომმა ჯერ კიდევ სემინარიაში დაიწყო. თანამშრომლობდა „დროებასა“ და „მნათობში“, სადაც ბეჭდავდა როგორც ორიგინალურ ნაწარმოებებს, ასევე თარგმნებსაც. მკითხველმა გულთბილად მიიღო მისმიერ ნათარგმნი ფრ. შილერის „ორლეანელი ქალი“. ამის შემდეგ იგი სისტემატურად აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში საინტერესო მოთხრობებსა და მწვავე პუბლიცისტურ წერილებს. მისმა შესანიშნავმა მოთხრობებმა „დედა მაია“, „ღამის მეხრე ცეცო“, „წითელი სარჩული“, „ჯორ-ზაქარია“, „ყაყიტას ქურდები“ და ბევრმა სხვამ, სამუდამოდ დაიმკვიდრეს საპატიო ადგილი ქართულ ლიტერატურაში.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].