სოციალისტური შრომის გმირი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:HeroOfSocialistLabourSerp_i_molot.jpg|მინი|მარჯვნივ|მედალი „ნამგალი და ურო“]]
'''სოციალისტური შრომის გმირი''' ({{lang-ru|Герой Социалистического Труда}}) — საპატიო წოდება ყოფილ [[საბჭოთა კავშირი|სსრ კავშირში]], წარჩინების უმაღლესი ჯილდო შრომითი საქმიანობისათვის. დაწესებულია სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის [[1938]] წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებით. ანიჭებდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი იმ პირებს, რომლებმაც თავიანთი ნოვატორული საქმიანობით ხელი შეუწყვეს სსრკ მრეწველობის, სოფლის მეურნეობას, კულტურას თუ მეცნიერების აღმავლობას. სოციალისტური შრომის გმირს გადაეცემოდა სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო — [[ლენინის ორდენი]], [[ოქრო]]ს მედალი „[[ნამგალი და ურო (მედალი)|ნამგალი და ურო]]“ და სსრკ-ის უმაღლესი საბჭოთა პრეზიდიუმის სიგელი. ორგზის სოციალისტური შრომის გმირს თავის სამშობლოში აუგებდნენ ბრინჯაოს ძეგლს. სოციალისტური შრომის გმირის ჩამორთმევა შეეძლო მხოლოდ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
 
==საქართველოს სსრ==
საქართველოს სსრ-ში 1282 შრომის გმირი იყო მათგან ორგზის შრომის გმირები იყვნენ: [[ანთიმოზ როგავა]], [[პროკოფი სვანიძე]], [[თამარ ყუფუნია]].
 
== ლიტერატურა ==