პირველი მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎წყაროები: clean up, removed: {{Link GA|fy}} using AWB)
1917 წლის აპრილში ბრიტანელებმა დაკარგეს 150 თვითმფრინავი და 316 მფრინავი, რის გამოც ამ თვეს "[[სისხლიანი აპრილი]]" შეარქვეს. ამ თვეში გერმანელებმა ჰაერში ბატონობის პიკს მიაღწიეს. შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა, ფრანგებმა გამოუშვეს თვითმფრინავები "[[სპადი]]" და "[[ნიუპორ-17]]". ინგლისელებმა კი "[[სოპვიჩ პაპი]]" და "[[სოპვიჩი]]" გამოუშვეს.
 
ავიაციის ძირითადი დანიშნულება დაზვერვა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა საჰაერო ბრძოლები დასავლეთ ფრონტზე არ იყო იშვიათობა. ინგლისელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის თვითმფრინავები - "DH-4" და "DH-9", გერმანელებმა "AEG", ფრანგებმა კი "ბრეგე". ესენი იყო მგომბავიმბომბავი თვითმფრინავები.
 
ბომბავდნენ იარაღის საწყობებს და შტაბებს. ისინი ასევე ბომბავდნენ და ტყვიათმფრქვევებით ცხრილავდნენ მოწინააღმდეგეთა ჯარისკაცებს, ამრიგად შეტევისას ეხმარებოდნენ თავის ჯარებს და იძლეოდნენ ბრძოლის მიმდინარეობაზე ინფორმაციას. 1917 წლის ნოემბრიდან, [[კამბრეს ბრძოლა|კამბრეს ბრძოლის]] შემდეგ თვითმფრინავები და ტანკები ერთად ახორციალებდნენ შეტევებს.