ლეონ მელიქსეთ-ბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. [[ოდესის უნივერსიტეტი]]ს დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებაში. 1918 წელს მიიწვიეს [[თსუ|თბილისის უნივერსიტეტში]]. 1922 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის [[არმენოლოგია|არმენოლოგიის]] კათედრის გამგე. მუშაობდა ლიტმცოდნეობის, არქეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, სამართლის, ბიბლიოგრაფიის და სხვა საკითხებზე. მისი შრომები, გარდა მეცნიერული მიზნებისა, ემსახურება ქართველთა და სომეხთა შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრობის განმტკიცებას. ავტორია შრომებისა:„ქართველების ნათესაობა ესპანელებთან ძველი წყაროების მიხედვით“ (1911, რუსულ ენაზე), „მეგალითური კულტურა საქართველოში“ (1938, ქართულ ენაზე), „საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები“ (ტ. 1, 1949, ქართულ ენაზე), „ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ“ (1-3, 1934-1955, სომხურ ენაზე), „სომეხი მწერლები და საქართველო“ (ტ. 1, 1963, სომხურ ენაზე) და სხვა შრომები. ლეონ მელიქსეთ-ბეგი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც (თარგმნიდა სომხურიდან ქართულზე და პირიქით). ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი. ლეონ მელიქსეთ-ბეგის პირად არქივში დაცულია მრავალი გამოუქვეყნებელი ნაშრომი.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
*ლ. მ. მელიქსეთ-ბეგის ნაბეჭდ ნაშრომთა სრული ბიბლიოგრაფია (1909-1960), ი. შილაკაძის შესავალი სიტყვითა და რედაქციით, თბ., 1960;
*''ჯიქია ს.,'' პროფ. ლეონ მელიქსეთ-ბეგის ცხოვრება და მოღვაწეობა, «თსუ შრომები», 1962, ტ. 99;
Line 10 ⟶ 13:
 
{{DEFAULTSORT:მელიქსეთ-ბეგი, ლეონ}}
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:სომეხი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1890]]