შინაური ცხენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{გასაწმენდი}}
[[ფაილი:Nokota Horses cropped.jpg|მარჯვნივ|მინი|ცხენები]]
[[ფაილი:Campeonato Argentino de Polo 2010 - 5237109478 e7ed034169 o.jpg|მარჯვნივ|მინი|ცხენები ასევე გამოიყენებასპორტულ სპორტული.შეჯიბრებისას]]
'''ცხენი''' (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი ცხოველი]]. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური [[ცხოველი]]ა ის წარმოიშვა [[გარეული ცხენი]]საგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი [[ჩლიქი]]თ. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს [[ფეხი]]ს ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული [[ძვალი]], რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შინაური_ცხენი“-დან