შავი ხვრელი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎დაკვირვებები: დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
(→‎დაკვირვებები: დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია)
 
მაგრამ თუ „შავი ხვრელები“ უხილავია, როგორ შეიძლება მათი აღმოჩენა? პროფესორ [[სტივენ ჰოუკინგი|სტივენ ჰოუკინგს]], XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ერთი იდეა დაებადა. „შავი ხვრელები“, მისი აზრით, არც ისე შავია. გარკვეულ პირობებში ისინი გარემომცველ სივრცეში უნდა უშვებდნენ ნაწილაკებს. მათი გამოშვებით „შავი ხვრელები“ თანდათან კარგავენ თავიანთ ენერგიას და ზომაში შემცირებისას შეიძლება აფეთქდნენ კიდეც. ამ მოვლენას „ჰოუკინგის რადიაციას“ უწოდებენ და [[ასტროფიზიკა|ასტროფიზიკოსების]] აზრით მისი ექსპერიმენტულად დაფიქსირება შესაძლებელია. [[1971]] წელს თანამგზავრის დახმარებით [[გედი (თანავარსკვლავედი|გედის თანავარსკვლავედში]] აღმოჩენილ იქნა რენტგენული გამოსხივების წყარო, რომლის გარშემო თავის ორბიტაზე უდიდესი ცისფერი ვარსკვლავი ბრუნავდა. არაფერი განსაკუთრებული ამ ორმაგ ვარსკვლავში არ იყო, გარდა ერთისა — მათი გამოსხივება ძალზე დიდი იყო — იგი 10-ჯერ აჭარბებდა მზისას. მაშინ რა იყო ეს? შავი ხვრელი? ე. ი. შავი ხვრელებიც შეიძლება წარმოადგენდნენ ორმაგი სისტემის ნაწილს — ისინიც შეიძლება იყვნენ ჩვეულებრივი ვარსკვლავების „თანამგზავრები“.
[[ფაილი:Realistic black hole in the interstellar movie.jpg|მინი|400პქ|მარჯვნივ|სუპერმასიური შავი ხვრელის კომპიუტერული მოდელი, დამზადებული ფილმისათვის „[[ვარსკვლავთშორისი]]“]]
 
ამ აღმოჩენას ბევრი სხვა აღმოჩენაც მოყვა. დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ [[გალაქტიკა]] M87-ში ძალიან გაიზარდა ცენტრისკენ მდებარე ვარსკვლავების სიკაშკაშე. ამ წერტილს დაუმიზნეს ორბიტალური ტელესკოპი „[[ჰაბლი]]“. მიღებულ სურათებზე მეცნიერებმა დაინახეს რაღაც, რომელიც ნიჟარის ხვრელში ჩამავალი საპნიანი წყლის პატარა მორევს ჰგავდა. ოღონდ ცის მორევში წყლის მაგივრად ვარსკვლავთშორისი აირები ტრიალებდა.