შავი ხვრელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ასტრონომია|ასტრონომები]] თვლიან, რომ სამყაროს მასის უმეტესი ნაწილი სწორედ „შავ ხვრელებში“ იმალება. მათ არსებობას მხოლოდ რენტგენული გამოსხივება ადასტურებს, რომლებიც კოსმოსის ზოგიერთ ადგილებში შეინიშნება, იქ, სადაც არც ოპტიკური და არც რადიოტელესკოპით არაფრის დანახვა არ შეიძლება.
 
მაგრამ თუ „შავი ხვრელები“ უხილავია, როგორ შეიძლება მათი აღმოჩენა? პროფესორ [[ჰოკინგი, სტივენ ჰოუკინგი|სტივენ ჰოკინგსჰოუკინგს]], XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ერთი იდეა დაებადა. „შავი ხვრელები“, მისი აზრით, არც ისე შავია. გარკვეულ პირობებში ისინი გარემომცველ სივრცეში უნდა უშვებდნენ ნაწილაკებს. მათი გამოშვებით „შავი ხვრელები“ თანდათან კარგავენ თავიანთ ენერგიას და ზომაში შემცირებისას შეიძლება აფეთქდნენ კიდეც. ამ მოვლენას „ჰოკინგის რადიაციას“ უწოდებენ და [[ასტროფიზიკა|ასტროფიზიკოსების]] აზრით მისი ექსპერიმენტულად დაფიქსირება შესაძლებელია. [[1971]] წელს თანამგზავრის დახმარებით [[გედი (თანავარსკვლავედი|გედის თანავარსკვლავედში]] აღმოჩენილ იქნა რენტგენული გამოსხივების წყარო, რომლის გარშემო თავის ორბიტაზე უდიდესი ცისფერი ვარსკვლავი ბრუნავდა. არაფერი განსაკუთრებული ამ ორმაგ ვარსკვლავში არ იყო, გარდა ერთისა — მათი გამოსხივება ძალზე დიდი იყო — იგი 10-ჯერ აჭარბებდა მზისას. მაშინ რა იყო ეს? შავი ხვრელი? ე. ი. შავი ხვრელებიც შეიძლება წარმოადგენდნენ ორმაგი სისტემის ნაწილს — ისინიც შეიძლება იყვნენ ჩვეულებრივი ვარსკვლავების „თანამგზავრები“.
 
ამ აღმოჩენას ბევრი სხვა აღმოჩენაც მოყვა. დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ [[გალაქტიკა]] M87-ში ძალიან გაიზარდა ცენტრისკენ მდებარე ვარსკვლავების სიკაშკაშე. ამ წერტილს დაუმიზნეს ორბიტალური ტელესკოპი „[[ჰაბლი]]“. მიღებულ სურათებზე მეცნიერებმა დაინახეს რაღაც, რომელიც ნიჟარის ხვრელში ჩამავალი საპნიანი წყლის პატარა მორევს ჰგავდა. ოღონდ ცის მორევში წყლის მაგივრად ვარსკვლავთშორისი აირები ტრიალებდა.