ნალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Horseshoe.jpg|thumb|220px|თანამედროვე ნალი]]
'''ნალი''', '''საჭედური'',' — გამწევი საქონლის [[ჩლიქი]]ს დასაცავი საშუალება, სპეციალურად გამოჭედილი რბილი ფოლადის ნაჭერი, რომელსაც რამდენიმე ლურსმნით აჭედებენ ჩლიქებზე. ნალი ორგვარია: [[კენტჩლიქოსნები|კენტჩლიქიანებისათვის]] ([[ცხენი]], [[ჯორი]], [[სახედარი]]) მრგვალი, ხოლო [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქიანებისათვის]] ([[ხარი]], [[კამეჩები|კამეჩი]]) — ნახევარმთვარისებური. თავდაპირველად ამ მიზნით იყენებდნენ საქონლის ფეხებზე ამოსაკრავ მცენარეული წნულის საძირეებს. [[ლურსმანი|ლურსმნით]] დაჭედილი რკინის ნალის გამომგონებლებად ძველ რომაელებს მიიჩნევდნენ (III ს.). შემდეგ ნალის ფორმა თითქმის არ შეცვლილა. [[არგონავტების თქმულება|არგონავტების თქმულების]] მიხედვით, [[კოლხები]] მიწას სპილენძისჩლიქებიანი ხარებით ამუშავებდნენ. ცხენისათვის საქართველოში მჭედლები და[[ნალბანდი|ნალბანდები]] ორგვარ ნალს ამზადებდნენ — ქართულსა და რუსულს. პირველს მრგვალად ჭრიდნენ ან ცხელი კვერვით ჭედავდნენ. ასეთ ნალს 6 სალურსმნე და შუაში ერთი თითის სიმსხო ნახვრეტი ჰქონდა ჰაერისა და დრენაჟისათვის.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნალი“-დან