ავჭალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
ხაზი 1:
'''ავჭალა''', [[თბილისი]]ს გარეუბანი 1962 წლიდან, ამჟამად გლდანის რაიონის ნაწილი. ადრე სოფელი [[გარდაბნის რაიონი|გარდაბნის რაიონში]]. მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით, [[საგურამოს ქედი]]ს მთისწინეთისა და [[გარე კახეთის ზეგანი|გარე კახეთის ზეგნის]] ჩრდილოეთ ნაწილში, მდ.მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა ნაპირის ტერასაზე, ზღვის დონიდან 440 მ.
 
ავჭალა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. ისტორიულ ქრონიკებში ხშირად მოიხსენიება. [[დიდი თურქობა|დიდი თურქობის]] დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ავჭალასა და [[დიღომიდიღმის მასივი|დიღომში]] იდგნენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა [[თბილისის საამირო]]ში შედიოდა, XII-XIII საუკუნეებში - [[კახეთი]]ს საერისთავოში.
 
ავჭალასთან მტკვარზე კარგი ფონი იყო, რითაც სარგებლობდნენ [[ლეკიანობა|ლეკი მოთარეშეები]]. ლეკებისაგან თავდასაცავად [[1734]] წელს მტკვრის გაყოლებით აშენდა ციხე და 12 კოშკი. [[1887]] წელს კი თბილისის წყლით მოსამარაგებლად შეკრიბეს წყაროები და გაიყვანეს ავჭალის წყალსადენი.
 
სოფელი ავჭალა გაყოფილი იყო ორ ნაწილად: ზემო და ქვემო ავჭალად. ზემო ავჭალა იწყებოდა თითქმის [[მცხეთა|მცხეთიდან]] გვინდაძის ხევამდე, ხოლო ქვემო ავჭალა იწყებოდა გვინდაძის ხევიდან მდინარე [[გლდანისხევი (მდინარე)|გლდანულამდე]]. უბნის ასეთი დაყოფა და შესაბამისი ტოპონიმები დღემდე შემორჩა.
 
ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი გახდა [[ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური]] მშენებლობის შემდეგ. თბილისისაკენ მიმავალი გზატკეცილის გაყოლებით აიგო მრავალი საწარმო: [[თემქა|ელმავალმშენებელი ქარხანა]], თუჯსამსხმელო ქარხანა [[ცენტროლიტი]], შამპანიურის ქარხანა, კონიაკის ქარხანა, ღვინის ჩამომსხმელი ქარხნები, ჩაის საწონი ფაბრიკა და სხვა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ავჭალის აუდიტორია]]
== ლიტერატურა ==
{{ქსე|1|183|ჯავრიშვილი კ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავჭალა“-დან