დუხტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დუხტია''' — ქართლის დედოფალი. [[ბაკურ II]]-ის მეუღლე. დედოფალ დუხტიას და მისი მეუღლის ბაკურ II-ის ამბები დაცულია „პეტრე ქართველის ცხოვრებაში“, რომელიც [[ასურული ენა|ასურულ ენაზე]] დაუწერია [[V საუკუნე|V საუკუნის]] გასულს (ან V ს დასაწყისში) ზაქარია ქართველს. ბაკურ II და მისი მეუღლე ქველმოქემედებიქველმოქმედები იყვნენ. კვირაში სამჯერ ისინი სატახტო ქალაქის ეკლესიაში მოწყალებას არიგებდნენ, სასახლეში საჭმელს ამზადებდნენ და ღამღამობით თვითინვე ურიგებდნენ ღარიბებს, რომელთათვის თავშესაფარიც კი აუგიათ. დედოფალ დუხტიას, სამეფო სამოსელსა და სამკაულს ქვეშ ძაძა ეცვა, თავისი ოქრო-მარგალიტი კი ღარიბთათვის მიუცია. მათ შესახებ ჰაგიოგრაფი წერს: „თავისი ღირსების დამცირებად არ თვლიდა, თავის სასახლეში, ნაირნაირი საჭმელები დაემზადებინა, შემდეგ ეს საჭმელები კალათებით მიჰქონდა ღამით თვითონ მის მიერ აგებულ ღარიბთა თავშესაფარში და იქ მყოფთ მეფე-დედოფალი საკუთარი ხელით აჭმევდა, ხოლო ცხონებულმა დუხტიამ, ისეთივე გამრჭველობით დაჯილდოვებულმა მისმა მეუღლემ, მეფური სამკაულები უგულებელყო და ჩაიცვა ბალნის სამოსელი, ძაძა, გაჰყიდა თავისი ტახტრევანი,... აგრეთვე ყოველგვარი ოქროს ნივთები და მარგალიტები და ღარიბებს დაურიგა იქიდან აღებული თანხა“. დედოფალ დუხტიას დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია. იცხოვრა სამცხეში და მოღვაწეობდა IV-V საუკუნეებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუხტია“-დან