პალეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''პალეოგრაფია''' ({{lang-el|παλαιóς}} ძველი და მნიშვნელოვანი, {{lang-el2|γράφειν}} წერა) — [[ისტორია|ისტორიულ]]-[[ფილოლოგია|ფილოლოგიური]] დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის წერილობითი წყაროების გარეგან მხარეს, კერძოდ, პალეოგრაფია იკვლევს [[დამწერლობა|დამწერლობის]] წარმოშობა-განვითარებას, წერის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს — საწერ მასალასა და იარაღს, ხელნაწერის მხატვრულ შემკობას, ხელნაწერი წიგნის მომზადებას, დაქარაგმების (შემოკლებით წერის) წესებს, განკვეთილობისა და სასვენ ნიშნებს, პირობით ნიშნებს, [[ჭვირნიშანი|ჭვირნიშნებს]], [[კრიპტოგრაფია|კრიპტოგრაფიას]] (საიდუმლო დამწერლობას).
 
პალეოგრაფია, როგორც სამეცნიერო ცოდნის სპეციალური სფერო, გაჩნდა XVII ს.-ისსაუკუნის ბოლოსა და XVIII ს.-ისსაუკუნის დასაწყისში, როგორც [[ლათინური დამწერლობა|ლათინურისა]] და [[ბერძნული დამწერლობა|ბერძნულის]], ე.ი. „ნამდვილად ძველი“ დამწერლობის შემსწავლელი მეცნიერება.
 
XIX ს.-ისსაუკუნის ბოლოდან პალეოგრაფიას გამოეყო დამოუკიდებელი განშტოებები: [[ეპიგრაფიკა]] და [[პაპიროლოგია]] (პაპირუსზე ტექსტების შესწავლა), აგრეთვე შედარებით ახალი დარგები — [[ფილიგრანოლოგია]] და [[კოდიკოლოგია]]. ამგვარ ცვლილებებს შესაბამისი კორექტივები შეჰქონდათ თავად პალეოგრაფიის განმარტებაში.
 
XX ს.-ისსაუკუნის შუა წლებიდან პალეოგრაფიაში გამოიკვეთა ტენდენცია, კვლევის სფეროში ჩაერთოთ ყველა სახის ძეგლების დამწერლობა, მიუხედავად მათი მასალისა, ე.ი. პალეოგრაფიის შესწავლის ობიექტი გახდა არა მხოლოდ დამწერლობა [[სანთლის დაფები|სანთლის დაფებზე]], [[პერგამენტი|პერგამენტზე]], [[ქაღალდი|ქაღალდზე]], არამედ წარწერები მყარ საგნებზე, პაპირუსზე.
 
XX ს.-ისსაუკუნის 50-იან წლებამდე პალეოგრაფია თავისი მნიშვნელობის შესაბამისად მხოლოდ ძველ ხელნაწერებს შეისწავლიდა. მეცნიერები სულ უფრო ხშირად აყენებდნენ საკითხს ახალი დროის დოკუმენტების პალეგრაფიული შესწავლის აუცილებლობის შესახებ, ამასთანავე, მეცნიერთა ნაწილი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, ეს სფერო ახალ დისციპლინად გამოყოფილიყო — „ნეოგრაფიის“, „ნეოტეროგრაფიის“ ან „დამწერლობათმცოდნეობის” სახელწოდებით.
 
პალეოგრაფიაში შემუშავებულია კვლევის სპეციფიკური მეთოდები, [[გრაფიკა|გრაფიკული]] მონაცემების ანალიზის [[ტექნიკა]], ხელნაწერთა დათარიღების მეთოდიკა პალეოგრაფიული ნიშნების ერთიანობით და სხვა.
სხვადასხვა დამწერლობას სწავლობს სათანადო პალეოგრაფია, ქართულს — ქართული პალეოგრაფია, ბერძნულს — ბერძნული და ა.შ.
 
ქართული პალეოგრაფიით დაინტერესება XIX ს.-შისაუკუნეში იწყება. ქართულ პალეოგრაფიას მეცნიერული საფუძველი [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] ჩაუყარა, წიგნით — '''”ქართული დამწერლობათმცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია.”''' ([[1926]]წ.)
 
== იხილეთ აგრეთვე ==