ფილიპე გოგიჩაიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 37:
[[1918]] წელს [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] ფილიპეს დააკისრა ყველაზე რთული საქმე, უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი არსებობისათვის საჭირო მატერიალური სახსრების მოპოვება, რასაც მან ბრწყინვალედ გაართვა თავი მთელი ქართველი ხალხის თანადგომით. ამავე დროს კითხულობდა ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომიური აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსებს. გოგიჩაიშვილის მეცნიერული ნაშრომები ძირითადად საქართველოსა და ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიური ცხოვრების საკითხებს ეხება. მშობლიური და უცხო ენების შესანიშნავმა მცოდნემ ქართულად თარგმნა მარქსისა და პოლიტიკური ეკონომიკის სხვა კლასიკოსთა ნაშრომები. სიცოცხლის ბოლომდე უნივერსიტეტი არ მიუტოვებია.
 
გოგოჩაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. [[1904]] წელს ანდერძით მიიღო პეტრე უმიკაშვილის მიერ შეკრებილი ქართული ფოლკლორის ნიმუშთა უმდიდრესი კოლექცია, რომელიც შემდეგ გამოაქვეყნა. მის უმწიკვლო რეპუტაციაზე ისიც მეტყველებს, რომ ანდერძის ერთ-ერთ აღმსრულებლად [[ილია ჭავჭავაძე]]მ და [[იაკობ გოგებაშვილი|იაკობ გოგებაშვილმა]] ფილიპე გოგოჩაიშვილიგოგიჩაიშვილი დატოვეს.
 
სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში.