მადაგასკარის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:LaGuerreAMadagascar.jpg|მინი|ფრანგების მადაგასკარის დაპყრობითი ომების ამსახველი პოსტერი]]
[[ფაილი:Bundesarchiv B 145 Bild-F013783-0033, Berlin, Staatsbesuch aus Madagaskar.jpg|მინი|ცირანანა [[გერმანია]]ში [[1962]]]]
[[ფაილი:Gvtratsiraka1.jpg|მინი|ცენტრში [[დიდიე რაცირაკა]] - მადაგასკარის პრზიდენტი]]
'''მადაგასკარის ისტორია''' არ არის სათანადოდ შესწავლილი. [[XIV საუკუნე]]ში მადაგასკარის ცენტრში შეიქმნა [[იმერენის სახელმწიფო]], რომელიც [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] დასასრულს ძლიერი ცენტრალიზებული მონარქია გახდა. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისიდან დაიწყო [[ინგლისი]]სა და [[საფრანგეთი]]ს ბრძოლა მადაგასკარისთვის. [[1885]] წელს საფრანგეთმა მადაგასკარზე [[პროტექტორატი]] დაამყარა. [[1896]] წელს მოახდინა მისი [[ანექსია]] და [[1897]] წელს გააუქმა იმერინის მონარქების ხელისუფლება. ქვეყანა საფრანგეთმა აგრალურ-სანედლეულო დანამატად გადააქცია. კოლონიის პერიოდში მადაგასკარის ხალხი არ წყვეტდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ ეს ბრძოლა გადაიზარდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. [[1946]] წელს აღმოცენდა პირველი მასობრივი პოლიტიკური ორგანიზაცია — [[მალაგასის აღორძინების დემოკრატიული მოძრაობა]] (მადმ). [[1947]] წელს იფეთქა შეიარაღებულმა აჯანყებამ, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს ფრანგმა კოლონიზატორებმა. მადმ კანონგარეშე გამოაცხადეს. მისი აქტივისტები დასაჯეს. XX საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა რამდენიმე ბურჟუაზიულ-რეფორმისტული პარტია, მათ შორის სოციალ-დემოკრატიული პარტია. [[1957]] წელს მადაგასკარი ავტონომიურ მალაგასის რესპუბლიკად გამოცხადდა საფრანგეთის გაერთიანებების ფარგლებში. იმავე წელს შეიქმნა მადაგასკარის დამოუკიდებლობის კონგრესის პარტია, რომელმაც მოითხოვა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა.
 
[[1960]] წლის [[26 ივნისი|26 ივნისს]] გამოცხადდა მალაგასის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. [[პრეზიდენტი]] გახდა სოციალ-დემოკრატების ლიდერი [[ფილიბერ ცირანანა]]. იმავე წლის სექტემბერში მალაგასის რესპუბლიკა მიიღეს [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაეროში]].<br>
 
[[ფაილი:Bundesarchiv B 145 Bild-F013783-0033, Berlin, Staatsbesuch aus Madagaskar.jpg|მინი|ცირანანა [[გერმანია]]ში [[1962]]]]
მალაგასის სუვერენიტეტი შეიზღუდა თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებით ([[1960]] წლის [[აპრილი]]), რომელიც საფრანგეთმა თავს მოახვია მადაგასკარს. შეთანხმების თანახმად მალაგასის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს საფრანგეთი აკონტროლებდა. საფრანგეთმა კუნძულზე შეინარჩუნა რიგი სამხედრო ბაზა და პრივილეგიები ეკონომიკაში. მალაგასის რესპუბლიკის მაშინდელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა არ შეესაბამებოდა ქვეყნის მოსახლეობის ფართო მასების ინტერესებს. ამან წარმოშვა უკმაყოფილება დემოკრატიულ წრეებში, რაც [[1972]] წელს მძლავრ გამოსვლებში გადაიზარდა. ცირანანა იძულებული გახდა ძალაუფლება სამხედრო პირებისთვის გადაეცა ([[1972]] წლის [[ოქტომბერი]]), რომელთაც გენერალი [[გაბრიელ რამანანცუა]] მეთაურობდა. [[1973]] წლის იანვარს ახალმა მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა საფრანგეთ-მალაგასის შეთანხმება და გაატარა დემოკრატიული ღონისძიებები, რომლებიც მემარჯვენე ძალების წინააღმდეგობას წააწყდა. [[1975]] წლის თებერვალში მოკლეს პოლკოვნიკი [[რიჩარდ რაციმანდრავა]] (მთავრობის მეთაური [[1975]] წლის 6 თებერვლიდან). ხელისუფლებამ მკაცრად ჩაახშო მემარჯვენეთა წინააღმდეგობა.
 
[[1975]] წელს შეიქმნა ახალი მთავრობა — უმაღლესი რევოლუციური საბჭო. [[1975]] წლის [[21 დეკემბერი|21 დეკემბერს]] ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც მოიწონა [[ქარტია]] — მთავრობის პოლიტიკური პროგრამა, ახალი კონსტიტუცია და პრეზიდენტად აირჩია [[დიდიე რაცირაკა]]. 21 დეკემბერს რაცირაკამ გამოაცხადა [[მადაგასკარის დემოკრატიული რესპუბლიკა]] და ქვეყანაში დაიწყო [[სოციალიზმი]]ს მშენებლობა. [[1976]] წელს შეიქმნა რევოლუციური დაცვის ფრონტი. საგარეო პოლიტიკაში მადაგასკარი ატარებს [[მიუმხრობლობის მოძრაობა|მიუმხრობლობის პოლიტიკას]].
[[ფაილი:Gvtratsiraka1.jpg|მინი|ცენტრში [[დიდიე რაცირაკა]] - მადაგასკარის პრზიდენტი]]
 
[[სსრკ|საბჭოთა]] [[პერესტროიკა]]მ მადაგასკარშიც გამოიწვია დემოკრატიული ძვრები. [[1990]] წელს აღდგა მრავალპარტიულობა. [[1991]] წელს დაცხრილეს ანტისამთავრობო დემონსტრაცია. [[1992]] წელს ახალი პრეზიდენტი გახდა [[ალბერტ ზაფი]], რომელმაც დაიწყო საბაზრო ეკონომიკის რეფორმა.
 
[[2009]] წელს ანტისამთავრობო მიტინგის დროს [[ანტანანარივუ]]ს მერმა [[ანდრი რაძოელინა]]მ თავი ქვეყნის მეთაურად გამოაცხადა. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის [[აშშ]]-მ ეს სახელმწიფო გადატრიალებად მიიჩნიეს და ქვეყანას სანქციები დააკისრეს<ref>[http://news-ru.trend.az/world/wnews/1443827.html США прекращают всю помощь Мадагаскару, кроме гуманитарной]</ref>.
[[1975]] წელს შეიქმნა ახალი მთავრობა — უმაღლესი რევოლუციური საბჭო.
[[1975]] წლის [[21 დეკემბერი|21 დეკემბერს]] ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც მოიწონა [[ქარტია]] — მთავრობის პოლიტიკური პროგრამა, ახალი კონსტიტუცია და პრეზიდენტად აირჩია [[დიდიე რაცირაკა]]. 21 დეკემბერს რაცირაკამ გამოაცხადა [[მადაგასკარის დემოკრატიული რესპუბლიკა]]. [[1976]] წელს შეიქმნა რევოლუციური დაცვის ფრონტი. საგარეო პოლიტიკაში მადაგასკარი ატარებს [[მიუმხრობლობის მოძრაობა|მიუმხრობლობის პოლიტიკას]].
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|6|339}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
[[კატეგორია:მადაგასკარის ისტორია|*]]