ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|როინაშვილი}}
{{ინფოდაფა პიროვნება
|სახელი = ალექსანდრე როინაშვილი
}}
 
'''ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი''' (ასევე ცნობილი მისი რუსიფიცირებული სახელით '''ალექსანდრ როინოვი''', რუს. Russian: Александр Соломонович Роинов;) (დ. [[1846]], [[დუშეთი]] გ. [[189811 მაისი]]), დოკუმენტური წყაროებით ცნობილი[[1898]], როგორც[[თბილისი]]) — პირველი [[ქართველები|ქართველი]] პროფესიონალი ფოტოგრაფი.<ref>Hannavy, John (2008), ''Encyclopedia of Nineteenth-century Photography'', p. 494. CRC Press, ISBN 0-415-97235-3.</ref><ref>[http://www.photomuseum.org.ge/a_roinashvili/index_en.htm საქართველოს ფოტოგრაფიის მუზეუმი]</ref>
 
==ბიოგრაფია==
ალ. როინაშვილი დაიბადა [[1846]] წელს ქ. [[დუშეთი|დუშეთში]], ღარიბი გლეხის, მეუნაგირის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა სრულად დედას დააწვა. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. სკოლაში აუტანელი რეჟიმის გამო ის თავს ანებებს სასწავლებელს და სახლში ბრუნდება. დედამ ის ქალაქ [[ვლადიკავკაზი|კავკავში]] წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე ანებებს თავს ვაჭრობას და თბილისში ბრუნდება.
 
თბილისში იგი ცნობილ ფოტოგრაფის ხლამოვის სახელოსნოში მიიღეს მოწაფედ. ნიჭიერი ალექსანდრე მალევე ხლამოვის მარჯვენა ხელი ხდება. [[1860]]-[[1865]] წლებში ის ხლამოვის დახმარებით გახსნა ფოტო-სახელოსნო. ალ. როინაშვილი პირველი ქართველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც საკუთარი ფოტო-ატელიე დაარსა. მან სახელი მალევე მოიხვეჭა და დაიწყო ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა გადიდებული სურათების გამოშვება, რომელიც ხალხში სწრაფად ვრცელდებოდა.