ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1905]] წელს ფოტოსახელოსნო ა. როინაშვილის მიერ გადაღებულ ნეგატივებთან ერთად გადავიდა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის [[დიმიტრი ერმაკოვი]]ს საკუთრებაში. 11 წლის შემდეგ ერმაკოვიც გარდაიცვალა. ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით, რომელიც სპეციალურად გაემგზავრა ქ. ბაქოში ქართველი მრეწველებისაგან ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ა. როინაშვილის ნეგატივების ჩათვლით შეიძინა ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ თბილისის უნივერსიტეტთან ერთობლივად.
 
პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ალ. როინაშვილის საფლავის ქვაზე [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]] ამოკვეთილია:
{{ციტატა|სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს
 
1846-1898
 
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება}}
 
==ფოტოკატალოგი==