პაოლო იაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.169.206.194-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 39:
 
===მოღვაწეობა ===
[[საქართველოს მწერალთა კავშირი|მწერალთა კავშირი]]ს დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები" "მამაშენის ტრუსები".
 
1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ0მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა [[პარიზი|პარიზში]] და შევიდა [[ლუვრი|ლუვრთან]] არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: [[პიკასო]]ს, [[გიიომ აპოლინერი|აპოლინერს]], [[მოდილიანი]]ს და [[ილია ერენბურგი|ერენბურგს]]. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც მონაწილეობს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია [[კონსტანტინე ბალმონტი|კონსტანტინე ბალმონტს]] და უჩუქნია მისთვის "[[ვეფხისტყაოსანი]]". პაოლო იაშვილი [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, [[ტიციან ტაბიძე|ტ. ტაბიძესთან]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი|ვ. გაფრინდაშვილთან]], [[კოლაუ ნადირაძე|კ. ნადირაძესთან]], [[სანდრო ცირეკიძე|ს. ცირეკიძესთან]], ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი ყანწების" ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს.<ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 596–598</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაოლო_იაშვილი“-დან