თედო რაზიკაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.82.2-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 5:
ექვსი წლის შეიყვანეს ჩარგლის დაწყებით სკოლაში. [[1889]] წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარია. 1890-1905 წლებში იყო ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი. [[1905]] წელს რევოლუციური საქმიანობისათვის სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო. 1906 სახლკარი გადაუწვეს. ერთხანს ფშავში იმალებოდა. ვერაგულად მოკლეს ხალხის მტრებმა.
 
[[1891
[[1890'''მუქი ტექსტი''']] წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა რაზიკაშვილის ლექსები, მოთხრობები, პუბლიკაციური წერილები და სხვა. რაზიკაშვილმა განიცადა ხალხოსნების გავლენაც, მაგრამ როგორც მწერალი აღიზარდა [[სამოციანელები]]ს, განსაკუთრებით [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] შემოქმედებით პრინციპებზე. მის ნაწარმოებებში ჩაქსოვილია სამოციანელთა პროგრამული იდეები (მოთხრობები:„კოდალა“, 1900; „ცასწაალამ როგორ მოიხვეჭა სახელი“, 1906; ლექსი „ვაი ისე თუ სოფელმა...“, 1893 და სხვა). რაზიკაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია:პატრიოტიზმი (ლექსები: „ძმასთან მიწერილი“, 1891; „არაგვს“, 1898; „აკაკის“, 1919; მოთხრობა „ცირცელი“, 1899 და სხვა), ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება (ლექსები: „ელეგია“, 1891; „გამხნევდით“, 1892; პოემა „შავი ფიქრები“, 1891 და სხვა), რევოლუციური სინამდვილე (ლექსები: „რაღა დროს ტკბილი ხმებია“, „გაზაფხული“, ორივე 1905; მოთხრობები: „ყორანი“, დაიბეჭდა 1934; „აშუღი მიმინო“, 1902; „გაზაფხულის სუნი“, 1905; „მოვლენ! მოვლენ!“, 1906 და სხვა).
 
განსაკუთრებით პოპულარულია რაზიკაშვილის საბავშვო მოთხრობები, რომელთა თემატიკავ ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური თავისუფლებისათვის ბრძოლის ამოცანებით იყო განსაზღვრული. ჰუმანიზმითა და პატრიოტიზმით, ჩაგრულისადმი თანაგრძნობით გამსჭვალული რაზიკაშვილის თხზულებები თავისუფალია მშრალი დიდაქტიზმისაგან; ისინი მკითხველს ხიბლავენ მდიდარი ფანტაზიით, უშუალობითა და გულწრფელობით, მსუბუქი და ხატოვანი ენით; ბავშვს ძალდაუტანებლად აწვდიან ცოდნას ბუნების მოვლენების, ცხოველთა და ფრინველთა შესახებ („ნიბლია“, 1886; დაიბეჭდა 1891; „იის ამბავი“, 1890; „გარიელა“, 1892; „ფითრი“, 1896; „მონადირე“, 1903; „ქორის ბახალა“, 1908 და სხვა). რაზიკაშვილი ხალხური სიტყვიერების ცნობილი შემკრები იყო (შეკრიბა 3000-ზე მეტი ლექსი, 200-ზე მეტი ზღაპარი, ლეგენდა და სხვა), შეადგინა ხალხური ლექსიკონი (დაიბეჭდა „[[ივერია (გაზეთი)|ივერია]]ში“, 1900).