თებერვლის რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
რუსეთის თებერვლის რევოლუცია რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა. ქვეყნისათვის კატასტროფული აღმოჩნდა [[პირველი მსოფლიო ომი]]. თავდაპირველი წარმატებების მიუხედავად, რუსეთმა რამდენიმე სერიოზული მარცხი იწვნია გერმანიისაგან. ომის შედეგები მძიმედ აისახა რუსეთზე: გაუარესდა სოციალური ვითარება, ქვეყანა პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე იყო.
 
[[1915]] წელს იმპერატორმა [[ნიკოლოზ II (რუსეთი)|ნიკოლოზ II-მ]] არმიის ხელმძღვანელობა თავის თავზე აიღო და ფრონტის ხაზზე გაეშურა რუსეთის პოლონეთში. ამით იმპერატორი არმიის რიგებში საბრძოლო განწყობის ამაღლებას ცდილობდა, თუმცა სამხედრო დამარცხებებს მაინც ვერ აცდა. გაუარესებული იყო ორგანიზება, გაჩნდა საბრძოლო და სამედიცინო მასალის დეფიციტი არმიაში. რუსეთის მოსახლეობა პასუხისმგებლობას იმპერატორს აკისრებდა.
 
ნიკოლოზ II-ის რუსეთიდან გამგზავრების შემდეგ, ხელისუფლებაში გავლენა მისმა მეუღლემ, — [[ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ II-ის მეუღლე)|ალექსანდრამ]] მოიპოვა. ის ყველანაირად ცდილობდა არ დაეშვა საიმპერიო ხელისუფლების წევრების ინდივიდუალური პოლიტიკური გაძლიერება, რათა არ შემცირებულიყო მისი ქმრის ავტორიტეტი. მთავრობა, რომელიც მანამდე ეფექტური იყო, ჯეროვნად ვეღარ ასრულებდა თავის მოვალეობას.