თედო რაზიკაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.82.2-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
ექვსი წლისაწლის შეიყვანეს ჩარგლის დაწყებით ვირთა სკოლაში. [[1889]] წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარია. 1890-1905 წლებში იყო ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი. [[1905]] წელს რევოლუციური საქმიანობისათვის სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო. 1906 სახლკარი გადაუწვეს. ერთხანს ფშავში იმალებოდა. ვერაგულად მოკლეს ხალხის მტრებმა.
 
[[1890]] წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა რაზიკაშვილის ლექსები, მოთხრობები, პუბლიკაციური წერილები და სხვა. რაზიკაშვილმა განიცადა ხალხოსნების გავლენაც, მაგრამ როგორც მწერალი აღიზარდა [[სამოციანელები]]ს, განსაკუთრებით [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] შემოქმედებით პრინციპებზე. მის ნაწარმოებებში ჩაქსოვილია სამოციანელთა პროგრამული იდეები (მოთხრობები:„კოდალა“, 1900; „ცასწაალამ როგორ მოიხვეჭა სახელი“, 1906; ლექსი „ვაი ისე თუ სოფელმა...“, 1893 და სხვა). რაზიკაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია:პატრიოტიზმი (ლექსები: „ძმასთან მიწერილი“, 1891; „არაგვს“, 1898; „აკაკის“, 1919; მოთხრობა „ცირცელი“, 1899 და სხვა), ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება (ლექსები: „ელეგია“, 1891; „გამხნევდით“, 1892; პოემა „შავი ფიქრები“, 1891 და სხვა), რევოლუციური სინამდვილე (ლექსები: „რაღა დროს ტკბილი ხმებია“, „გაზაფხული“, ორივე 1905; მოთხრობები: „ყორანი“, დაიბეჭდა 1934; „აშუღი მიმინო“, 1902; „გაზაფხულის სუნი“, 1905; „მოვლენ! მოვლენ!“, 1906 და სხვა).